30 მარტი 2021
გაზიარება:

BLUM-ის კატალოგი

წარმოგიდგენთ ავსტრიული ბრენდის BLUM-ის კატალოგს, სადაც მოცემულია ყველა ინფორმაცია ბრენდის პროდუქციაზე: ასაწევი და უჯრის მექანიზმების კომპლექტაცია, კოდები და სხვა მახასიათებლები.

კატალოგის მეშვეობით შეგიძლიათ დისტანციურად, ადგილზე მოსვლის გარეშე შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი BLUM-ის ანჯამები, მექანიზმები, სავლელები და დამხმარე ხელსაწყოები.

კატალოგში წარმოდგენილია BLUM-ის შემდეგი პროდუქცია:

  1. ანჯამა;
  2. ასაწევი მექანიზმი;
  3. უჯრის მექანიზმი;
  4. უჯრის აქსესუარები;
  5. უჯრის ელექტროობა;
  6. კარკასის შემკვრელი;
  7. დამხმარე ხელსაწყო.

მოძრაობის დინამიკა 1952 წლიდან...

ბრენდი BLUM-ი ასოცირდება ინოვაციურ წარმოებასთან, კვალიფიციურ თანამშრომლებთან და კომპანიის წარმომადგენლობასთან მსოფლიოს გარშემო. ავსტრიელმა მჭედელმა, იულიუს ბლუმმა 1952 წლის 1 მარტს დაარსა საწარმო, სადაც ნალის ყაირებს ამზადებნენ. პროდუქცია მსხვილფეხა საქონელს უადვილებდა გადაადგილებას და იცავდა მოცურებისაგან. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩამოყალიბებული ბრენდი დღეს ავეჯის ფურნიტურის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა.

კომპანია BLUM-მა პირველი ქარხნის მშენებლობა 1956 წელს დაიწყო. 660 მ2-ზე განთავსებული 8 ჩარხის გამოყენებით 1958 წლიდან შეიქმნა ავეჯისთვის განკუთვნილი პირველი ფურნიტურა. Blum-მა წარმოადგინა ანჯამა ANUBA კარებისთვის, ფანჯრებისთვის და სხვა ავეჯისთვის. მოგვიანებით, წარმოებამ გამოუშვა ფარული ანჯამა და 1965 წელს პროდუქცია გავიდა ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში.

ელთიბის კატალოგების სანახავად ეწვიეთ: https://bit.ly/3VrKkHk