11 ივნისი 2021
გაზიარება:

გაეცანით BLUM-ის უჯრებს: LEGRABOX და TANDEMBOX Antaro

ავსტრიული ბრენდი BLUM-ის უჯრები გამოირჩევა ხარისხითა და პრაქტიკულობით, მისი უმთავრესი მიზანი ნებისმიერ სივრცეში ერგონომიკის შექმნაა, რაც ორივე მექანიზმით – LEGRABOX-ითა და TANDEMBOX Antaro-თი – მარტივად არის შესაძლებელი.

შესაძლებელია სხვადასხვა სიმაღლის ფასადითისა და სიღრმის უჯრის დამონტაჟება, მათი გამოყენება შესაძლებელია სამზარეულოში, საძინებელში, საკუჭნაოში და სხვა ოთახებში.

TANDEMBOX Antaro – ეს არის უმაღლესი ხარისხის უჯრა, გამოიყენება 16 მმ.-მდე სისქის მასალაზე და არ საჭიროებს დამატებით დამუშავებას. ინტეგრირებულია რბილი დახურვის (BLUMOTION) ან გამომგდებით და რბილი დახურვის (TIP-ON BLUMOTION) სისტემით. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სახის ინტერიერში და ასევე ელექტრონული მართვის (SERVO-DRIVE) სისტემის დამონტაჟება.

ინტეგრირებული TIP-ON BLUMOTION სისტემით შესაძლებელია ავეჯის სახელურის გარეშე გამოყენება.

რაც მისი სხვადასხვა სახის ინტერიერში გამოყენების საშუალებას იძლევა.

მას აქვს 30 კგ.-მდე ტვირთგამძლეობა, სიგანე კი ვარირებს 120 სმ-მდე.

LEGRABOX – პრემიუმ ხარისხის უჯრაა. ის იდეალურია 16 მმ.-მდე სისქის მასალაზე და არ საჭიროებს დამატებით დამუშავებას. ინტეგრირებულია რბილი დახურვის (BLUMOTION) სისტემით. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სახის ინტერიერში და დამატებით ელექტრონული მართვის (SERVO-DRIVE) სისტემის დამონტაჟება.

მექანიზმების ტვირთგამძლეობა არის 40 კგ, სიგანე კი ვარირებს 120 სმ-მდე.

მათი მონტაჟი მარტივია, ფასადების რეგულირება შესაძლებელია ხელსაწყოების გარეშე.

იხილეთ ასევე: BLUM AVENTOS HFBLUM AVENTOS HL და BLUM AVENTOS HS.