04 აპრილი 2022
გაზიარება:

შეიტანეთ საგაზაფხულო განწყობა ინტერიერში და ისარგებლეთ 35%-მდე ფასდაკლებით ელთიბი პალიტრის სამღებრო მომსახურებებზე!

„ელთიბი პალიტრა“ – სამღებრო, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს იტალიური მანქანა-დანადგარების, იტალიური ტექნოლოგიებისა და იტალიური საღებავების გამოყენებით გაუწევს მომსახურებას, მომხმარებლებს საგაზაფხულო აქციას სთავაზობს. 4 აპრილიდან, ნებისმიერი მსურველი შეძლებს ისარგებლოს 35%-მდე ფასდაკლებით, კონკრეტულად კი:

  • 35%-იანი ფასდაკლებით შეღებილი მზა ფასადების შეკვეთის შემთხვევაში;
  • 35%-იანი ფასდაკლებით ლავგარდანის ე.წ. კარნიზის და პილასტრის დამზადებაზე;
  • 25%-იანი ფასდაკლებით ოთახშორისი კარების სამღებრო სამუშაოებზე.

სააქციო პირობებით სარგებლობა და შეკვეთის გაფორმება „ელთიბის“ ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

ფასადი ავეჯის სახეა, რომელიც ოთახშორის კარ(ებ)თან ერთობლიობაში ძირითად აქცენტებს ქმნის ინტერიერის დიზაინში. გაზაფხული კი განახლებისა და ცვლილებების პერიოდია, სწორედ ამიტომ კომპანია „ელთიბი“ მომხმარებლებს საუკეთესო ფასებს შესთავაზებს აღნიშნულ პერიოდში.  

აქციის განმავლობაში, მომხმარებლები „ელთიბის“ ლოიალობის ბარათზე შეძლებენ ბონუს ქულების დაგროვებას (თუმცა მიმდინარე ფასდაკლებას არ დაემატება მომხმარებლის ინდივიდუალური ფასდაკლება, რომელიც უფიქსირდება ლოიალობის ბარათზე).

*გთხოვთ, შეკვეთის განთავსებამდე, ელთიბი პალიტრის მენეჯერთან დააზუსტოთ წარმოების და მიწოდების ვადები.

**სააქციო შეთავაზების დასრულების შემდგომ, აღნიშნულ პროდუქციაზე მოსალოდნელია ფასების ზრდა, რაც განპირობებულია იმპორტირებული ნედლეულის თვითღირებულის მატებასთან.

***შეკვეთა, რომელიც დამუშავდა „ელთიბი პალიტრაში“ შეფუთვამდე გადის ხარისხის კონტროლს, რაც გულისხმობს მის დეტალურ დათვალიერებას ვიზუალური წუნის გამოვლენის მიზნით. არაპირდაპირი დანათების პირობებში, ნახევარი მეტრის დაშორებით დათვალიერებისას თუ მასალაზე არ იქნა აღმოჩენილი წუნი, სამღებრო სამუშაოები ჩაითვლება დასრულებულად და ამის დასტურის ნიშნად, მასალაზე დაიტანება სამღებრო სამუშაოების ჩატარების ავთენტურობის დამადასტურებელი სტიკერი. მრგვალი ფორმის სტიკერზე დატანილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამღებრო სამუშაოები ნამდვილად განხორციელდა იტალიურ მანქანა-დანადგარებზე, იტალიური საღებავებით და იტალიური ტექნოლოგიების გათვალისწინებით. სტიკერი მასალიდან აძრობისთანავე ტოვებს ავთენტურ კვალს.