17 მარტი 2022
გაზიარება:

ინოვაციური უჩინარი ანჯამა – AIR

კიდევ ერთი სიახლე ასორტიმენტშ Air ე.წ. უხილავი ანჯამა არის ინოვაციური ანჯამა ბრენდი SALICE-სგან.

პატარა ზომა სხვა ანჯამებისგან განსხვავებით ხდის კომპაქტურს, ხოლო ინტეგრირებული რბილი დახურვის მექანიზმი უზრუნველყოფს კომფორტულობას.

Air ინოვაციური და რევოლუციური ანჯამაა, კომპაქტურობისა და პატარა ზომის მიუხედავად ასრულებს ანჯამის სრულ ფუნქციას. მექანიზმი მონტაჟდება სათავსოს ზედა და ქვედა ნაწილში, ასევე ფასადზე და თითქმის სრულიად უხილავია. ანჯამის კომპაქტური დიზაინის შედევრია, უხილავი, როგორც ჰაერი, ზუსტადაც ამიტომ ჰქვია Air. ეს ყველაფერი ერთად მას ტექნოლოგიისა და ესთეტიურობის ნაზავად აქცევს.

ანჯამის პატარა ზომა უნივერსალურს ხდის მის ნებისმიერ სივრცეში გამოყენებას: სამზარეულო, სააბაზანო, მისაღები, საძინებელი ავეჯისთვის ან შოურუმის სათავსოებისთვის.

ტექნიკური მახასიათებლები:

  • Air ანჯამა ინტეგრირებულია რბილი დახურვის მექანიზმებით;
  • შესაძლებელია გამომგდები დამონტაჟებაც;
  • ხოლო გამომგდების ხარჯზე უსახელურო ფასადის გამოყენება;
  • ანჯამა განთავსებულია ზედა და ქვედა ნაწილში;
  • განუთვნილია მინ. 18 მმ.-იანი სისქის ფასადებისთვის და ალუმინის პროფილებისთვის;
  • მაქსიმალური კარის წონა 20 კგ;
  • მაქსიმალური კარის ზომა: სიმაღლე 2100 მმ, ხოლო სიგანე 600 მმ;
  • გაღების კუთხე 105°.

ამ ეტაპზე ბრენდი SALICE-ს პროდუქცია წარმოდგენილია სამგორის ფილიალში.