კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარის თანამდებობაზე.
კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი. კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საქონლის მიღება და დასაწყობება
** საწყობში შეკვეთის მომზადება
** გაყიდული პროდუქციის კლიენტის მანქანასთან მიწოდება
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა: სასურველია მსგავს პოზიციაზე (ფიზიკურ სამუშაოზე) მუშაობის გამოცდილება.
კომპეტენციები:
** მომხმარებელზე ორიენტირება და მომსახურება
** გუნდური მუშაობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დისციპლინა.
ანაზღაურება: 700 ლარი (პირველი თვე 500 ლარი)
სამუშაო გრაფიკი: 6 დღე, 09:15-დან 18:15 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის დამხმარე".
კონკურსის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას.