კომპანია „ელთიბი“ აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო საწყობის დამხმარის თანამდებობაზე.
კომპანია „ელთიბი“ წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საქონლის მიღება და დასაწყობება
- საწყობში შეკვეთის მომზადება
- საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება
- 1 C პროგრამაში მუშაობა
საკვლიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო ან პროფესიული განათლება
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
კომპეტენციები:
- კომპიუტერული უნარი - MS office; Windows, სასურველია- 1 C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- მომხმარებელზე ორიენტირება და მომსახურება
- გუნდური მუშაობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დისციპლინა
- ენერგიულობა
ანაზღაურება: 700 ლარი ( პირველი თვე 500 ლარი)
სამუშაო გრაფიკი: 6 დღე, 09:15-დან 18:15 საათამდე.
საკონკურსო პირობები:
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „სამეურნეო საწყობის დამხმარე“.
კონკურსის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას.