კომპანია „ელთიბი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
კომპანია „ელთიბი“ წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. კომპანია “ელთიბი”-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
ფუნქცია–მოვალეობები:
- ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროებისამებრ, მათი გადამისამართება
- საინფორმაციო სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
- კომპანიის ადმინისტრაციულ შენობასა და მაღაზიებში სისუფთავის უზრუნველყოფა
- კოორდინაციაში მყოფი განყოფილებების საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა
- ბრენდირებული ნივთების და უნიფორმების დამზადებისა და გაცემის უზრუნველყოფა
- საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
ცოდნა/უნარები
- კომპიუტერული უნარი - MS office; Windows, სასურველია- 1 C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B1)
- დროის მართვის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ანალიტიკური აზროვნება
- ეფექტური კომუნიკაცია
- გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო გრაფიკი: 6 დღე, 09:15-სთ–დან 18:15 სთ–მდე
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ადმინისტრაციული ასისტენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია ელთიბი-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას.