ავეჯის მასალების მწარმოებელი წამყვანი ავსტრიული ბრენდის - Egger-ის, პროდუქციასთან გაცნობა უკვე სპეციალური კატალოგის საშუალებით შეგიძლიათ.
„ელთიბი“ ყოველთვის ზრუნავს მომხმარებლისთვის პროდუქტის შერჩევისა და შეძენის პროცესის გამარტივებასა და მაქსიმალურ კომფორტულობაზე. კატალოგის შექმნაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
Egger-ის კატალოგში თავმოყრილი ინფორმაცია სასაქონლო კატეგორიების მიხედვით არის წარმოდგენილი:
ყოველ კატეგორიაში წარმოდგენილია ბრენდის მოდელები საჭირო ინფორმაციასა ვიზუალურ მასალასთან ერთად. კატალოგის გამოყენებით, მარტივად შეძლებთ სასურველი პროდუქტის შერჩევასა და ინტერიერის არსებულ დიზაინთან მის შეთავსებას ან/და, შესაძლოა, სწორედ წარმოდგენილი მოდელები იქცეს ინსპირაციის წყაროდ სასურველი ინტერიერის შერჩევისას.
Egger-ი ეკოლოგიურად სუფთა წარმოებასთან, უმაღლეს ხარისხსა და დახვეწილ დიზაინთან ასოცირდება. მისთვის ყოველი დეტალი, უპირველესად, ინტერიერის ნაწილია, ამიტომ ბრენდი მომხმარებელს მასალის იდეალურ კომბინაციებს სთავაზობს.