26 აგვისტო 2021
გაზიარება:

დაგეგმე! შეუკვეთე! გაგვიცანი! – „ელთიბი“-ს იმერეთის ფილიალში საშემოდგომო აქცია დაიწყო

კომპანია „ელთიბი“ მომხმარებლებს საშემოდგომო აქციას სთავაზობს – შეიძინეთ საავეჯო მასალები იმერეთის ფილიალში და მიიღეთ დაჭრის მომსახურება სიმბოლურ ფასად – მხოლოდ 1 ლარად!

1 ფილის დაჭრა = 1 ლარი

აქციის ფარგლებში, „ელთიბი“-ს მომხმარებლები ფაქტობრივად უფასოდ ისარგებლებენ საწარმო მომსახურებით. ამისათვის უნდა აკმაყოფილებდნენ მხოლოდ ერთ წინაპირობას – მასალა, რომელზეც სურთ საწარმო მომსახურების მიღება უნდა იყოს შეძენილი „ელთიბი“-ს იმერეთის ფილიალში. შეთავაზების გასააქტიურებლად, მომხმარებელი შეკვეთის გაფორმებისას თითოეული ფილისთვის სიმბოლურად იხდის მხოლოდ 1 ლარს და, სანაცვლოდ, უფასოდ იღებს დაჭრის მომსახურებას, რომელიც პროექტის მიხედვით ესაჭიროება.

*სააქციო პირობები არ ვრცელდება გარედან შემოტანილ ფილებზე.

„ელთიბი“-ს იმერეთის ფილიალის საწარმოში შესაძლებელია შემდეგი მომსახურებების მიღება:

  • ფილების დაჭრა
  • დეტალებზე წიბოს მიკვრა
  • ანჯამის ბუდის ამოღება
  • პანელების გაორმაგება

შეთავაზება აქტიურია მხოლოდ იმერეთის ფილიალში.

მისამართი: ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქ. №1

ღირებულება დეტალებშია!