28 ივნისი 2022
გაზიარება:

იტალიური ბრენდების ვორწშოფი

27 ივნისს კომპანია „ელთიბი“-ში გაიმართა იტალიური ბრენდების ვორქშოფი.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრემიუმ ხარისხის იტალიური ბრენდების – FGV, Salice, Italiana Ferramenta, SM’ART, CLEAF – მექანიზმები, აქსესუარები, საფასადე მასალები. ბრენდების წარმომადგენლებმა ონლაინ და ლაივ რეჟიმში წარმოადგინეს პრეზენტაციები, საკუთარი პროდუქციისა და სიახლეების შესახებ. ელთიბის პარტნიორებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გასცნობოდნენ სიახლეებსა და ტრენდებს მექანიზმების, ფილებისა და საფასადე მასალების მიმართულებით.

ვორქშოფის ფარგლებში სტუმრებს ჩაუტარდათ მასტერკლასი, რის შემდეგაც თავად იმუშავეს იტალიური ბრენდების პროდუქციაზე. ღონისძიების დასასრულს ვორქშოფის ყველა მონაწილეს ღონისძიებაში ჩართულობისა და მიღებული გამოცდილების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცა.