15 ნოემბერი 2021
გაზიარება:

რას ცვლის ინოვაციური BLUM AVENTOS-ი ჩვენს ყოველდღიურობაში?

BLUM AVENTOS-ის ასაწევი სისტემები შექმნილია ნებისმიერ სივრცეში სათავსოების უხმაურო, სწრაფი და მარტივი გამოყენებისთვის. ინოვაციური, თანამედროვე სტილში გადაწყვეტილი ასაწევი მექანიზმები ყველაზე პრაქტიკულ შესაძლებლობებს გთავაზობთ.

  • გაღება-დახურვისას შესაძლებელია სათავსოს ფასადის სასურველ დონეზე შეჩერება.

და, რა თქმა უნდა, SERVO-DRIVE-ს ინტეგრირების შემთხვევაში, უკვე შეძლებთ, ელექტრონულად მართოთ ასახდელი მექანიზმები და მსუბუქი შეხებით გამოაღოთ ნებისმიერი სათავსო.

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ასაწევი მექანიზმი:

AVENTOS HF

ასახდელი მექანიზმი ორმაგი კეცვის სისტემით შექმნილია დიდი ტევადობის თაროებისთვის. მექანიზმის დასამონტაჟებლად საჭიროა კარადის თავზე იყოს მცირე თავისუფალი სივრცე კარის სამოძრაოდ.

იხილეთ ვიდეო: t.ly/U5Rw

AVENTOS HS

ასაწევი მექანიზმის ყოველი დეტალი კომფორტზე, დახვეწილ ვიზუალსა და კომპაქტურობაზეა გათვლილი. იდეალურია ყველაზე მაღლა განთავსებული თაროებისთვის. მაქსიმალურად გამოღებული კარი მინიმალურ ადგილს იკავებს თაროსა და ჭერს შორის.

იხილეთ ვიდეო: t.ly/jOT0

  • BLUM-ის ეს მექანიზმები ვიზუალურადაც ორიგინალური და მინიმალისტურია. იხ. კატალოგი.

AVENTOS HL

ასაწევი მექანიზმი, რომელიც შეგახსენებთ, რას ნიშნავს კომფორტული სამზარეულო. მაქსიმალურად გაღებისას შესაძლებელია კარის ფიქსირება თაროს ზემოდან, მის გასწვრივ.

იხილეთ ვიდეო: t.ly/xS6Z

AVENTOS HK top

გამოირჩევა კომპაქტურობით, მრავალფეროვნებითა და მონტაჟის სიმარტივით, შეუმჩნევლად ერწყმის ნებისმიერ ავეჯს, რითაც მეტად გამოკვეთს მის დიზაინს. იდეალურია როგორც მცირე, ისე - დიდი ზომის თაროებისთვის.

BLUM-ის მექანიზმებში TIP-ON გამომგდები სისტემის ინტეგრირებით, შეძლებთ სახელურის გარეშე გამოაღოთ ნებისმიერი სათავსო, – მცირეც და დიდიც.

AVENTOS HK-S

მექანიზმი მცირე ზომის თაროებისთვის შეიქმნა, პატარა სივრცის მაქსიმალური გამოყენების მიზნით. შესაძლებელია დამონტაჟდეს მაცივრისა და სხვა დანადგარების თავზეც.

AVENTOS HK-XS

ახლა კი კიდევ უფრო მცირე ზომის თაროები წარმოიდგინეთ, რომელიც პრაქტიკული მხოლოდ AVENTOS HK-XS-ით გახდება. შეძლებთ ოპტიმალურად აითვისოთ მცირე სივრცე როგორც სათავსოში, ისე სამზარეულოში.