18 აპრილი 2023
გაზიარება:

21%-იანი ფასდაკლება ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე

18-დან 29 აპრილის ჩათვლით, კომპანია „ელთიბი“-ში მოქმედებს ყველაზე სასურველი აქცია, ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე. მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების — CLEAF-ის, EGGER-ისა და SM’art-ის ფილები 21%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.

CLEAF, EGGER, SM’art — ეს ის ბრენდებია, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს პასუხობენ და უმაღლეს ხარისხთან ერთად, ყველაზე ტრენდული და მოთხოვნადი დიზაინის მასალებს გვთავაზობენ. ბრენდების მასალები უსაფრთხოა მომხმარებლის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის, რაც შესაბამისი სერტიფიკატებით დასტურდება, სწორედ ამიტომ, ამ სავაჭრო ნიშნით წარმოდგენილი საქონელი პრემიუმ და სტანდარტ კლასებს განეკუთვნება.

მასალები

ზემოთ აღნიშნული ბრენდების პროდუქცია სხვადასხვა ნიშნით გამოირჩევა, მაგალითად: CLEAF-ისა და SM’art-ის ასორტიმენტში წარმოდგენილია მერქანბურბუშელოვანი, იგივე დსპ ფილები განსხვავებული ლამინაციით, რასაც TSS ტექნოლოგია ეწოდება. აღნიშნული ტექნოლოგია განსხვავებული მასალების, მეთოდოლოგიის და დანადგარების გამოყენებით იძლევა თერმულად სტრუქტურირებული ზედაპირის შექმნის შესაძლებლობას. ამ სავაჭრო ნიშნის ქვეშ წარმოდგენილი პროდუქცია მედეგია, ვინაიდან 3-დან 5-მდე დამცავი, გამჭვირვალე პოლიმირიზებული ფენა აქვს. TSS ტექნოლოგიით დამუშავებული ფილები არა მხოლოდ გამძლეობით, არამედ სამგანზომილებიანი ტექსტურითაც გამოირჩევა.

მსოფლიო მასშტაბის ბრენდის — EGGER-ის ლამინირებული ფილების შემადგენლობაში მაღალი სიმკვრივის მერქანბურბუშელოვანი მასალაა გამოყენებული, რომელიც წიწვოვანი სახეობის ხეების დაპრესილი, ნატურალური ბოჭკოებისგან შედგება, რის გამოც ასეთი მასალა ძალიან მცირე რაოდენობით  ფორმალდეჰიდებს შეიცავს, რაც მას ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოს ხდის.

დიზაინი

დიზაინერების საყვარელი ბრენდის — CLEAF-ის ასორტიმენტში ურბანული აგურის, ქვიშის, ლითონისა თუ სხვა მასალის შთაგონებით შექმნილი დიზაინის ფილებს აღმოაჩენს მომხმარებელი, რაც მას ინდივიდუალისტური ინტერიერის შექმნის საშუალებას მისცემს.

„ელთიბის“ შოურუმებში წარმოდგენილია SM’art-ის გამორჩეული დიზაინის ფილებიც, ასორტიმენტი მოიცავს მარმარილოს, ხის, ქვის, ქვიშისა და სხვა დიზაინისა და ტექსტურის ფილებს. SM’art-ის კოლექციებში მომხმარებელი დღეისათვის ტრენდულ ურბანული დიზაინის ფილებსაც აღმოაჩენს, რომლებიც გადმოსცემს ქალაქის გაცრეცილი ზედაპირის სრულ ხიბლს.

EGGER-ის ფილებიდან კი მნიშვნელოვანია ხის იერსახის მქონე ფილები, რომელთა ტექსტურა ხის ანათალის, იგივე შპონის მსგავსია. EGGER-ის კოლექციებში მომხმარებელი აღმოაჩენს სადა გლუვ ფილებსაც, რაც მინიმალისტური, დახვეწილი დიზაინის შექმნაში დაეხმარება მათ.

ასევე „ელთიბი“-ში გრძელდება 35%-იანი ფასდაკლება შეღებილი ფასადების სრულ კოლექციაზე და 30%-იანი ფასდაკლება Top Linea-ს პრემიუმ კლასის ზედაპირებზე. ასე რომ, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საუკეთესო ფასებს ავეჯის დასაკომპლექტებლად!