07 აპრილი 2023
გაზიარება:

21% ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე და უპრეცედენტო ფასები საწარმო მომსახურებებზე იმერეთის ფილიალში!

კომპანია „ელთიბი“ იმერეთის ფილიალში ერთგულ მომხმარებლებს  სრულ ასორტიმენტზე 21%-იან ფასდაკლებასა და საწარმო მომსახურებებზე სიმბოლურ ფასებს სთავაზობს.

იმერეთის ფილიალი 2020 წელს, გუგუნავას ქ. №1-ში გაიხსნა და ტექნოლოგიურად აღიჭურვა, დღეს ფილიალი მომხმარებლებს დახვეწილ, განვითარებულ და გაცილებით უფრო გამართულ მომსახურებებს, 10 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით, სიმბოლურ ფასად სთავაზობს:

  • დაჭრა — 1ლ.;
  • დაწიბოება — 0.2 ლ.

გარდა მომსახურებებზე უპრეცედენტო ფასებისა, კომპანია „ელთიბის“ იმერეთის ფილიალის ერთგული მომხმარებლები 21%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ ავეჯის ნებისმიერ კომპონენტს.

კომპანია მომხმარებლებს ავეჯის მაკომპლექტებელი დეტალების ფართო ასორტიმენტსა და მომსახურების ორ ძირითად მიმართულებას სთავაზობს: ავეჯის კომპონენტებისა და მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტი, საწარმო მიმართულება და პალიტრა-სამღებრო. იმერეთის საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი პროდუქცია:

  • ავეჯის ფურნიტურა — სახელურები, საკიდები, საკეტები, სამზარეულოს მაკომპლექტებლები, ავეჯის ფეხები, ანჯამები, ასაწევი დასაყრდენი მექანიზმები, ავეჯის განათება და სხვა;
  • საფასადე მასალები — ზედაპირები, მერქანბოჭკოვანი და მერქანბურბუშელოვანი ფილები, კომპაქტლამინატი, მზა ფასადები, წიბო და სხვა;
  • გაღებისა და დახურვის სისტემები — საგარდერობე მექანიზმები, საწოლის სისტემები, გარდერობის შემავსებელი კომპონენტები: თაროების სისტემები, ლიფტები და საკიდები, გორგოლაჭები და სხვა;
  • სამზარეულოს მაკომპლექტებელი დეტალები — ნიჟარები, შემრევები, სათავსო მექანიზმები, ზედაპირის აქსესუარები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა: გამწოვები, ღუმელები, (ელექტრო, გაზის ან/და მიკროტალღური), ჭურჭლის სარეცხი მანქანები, მაცივრები და სხვა.

ამრიგად, „ელთიბის“ იმერეთის ფილიალში დღეისათვის არსებული შეთავაზებები ერთგულ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ავეჯი სასურველ, შეღავათიან ფასად დააკომპლექტოს.

 

* საწარმო მომსახურებების აქცია ვრცელდება მხოლოდ „ელთიბი“-ში შეძენილ მასალაზე.