12 მაისი 2021
გაზიარება:

რით გამოირჩევა BLUM AVENTOS HS სხვა მექანიზმებისგან?

ელთიბი გთავაზობთ Blum-ის მექანიზმს კარადისთვის - AVENTOS HS. ამ მექანიზმის ყოველი დეტალი კომფორტზე, დახვეწილ ვიზუალსა და კომპაქტურობაზეა გათვლილი. იდეალურია ყველაზე მაღლა განთავსებული კარადისთვის და ადაპტირებულია ნებისმიერი სიმაღლის ადამიანისთვის. 

AVENTOS HS-ით აღჭურვილ კარს არ აქვს ანჯამები. ამ ასახდელი მექანიზმის საშუალებით კარი გამოღებისას მოძრაობს ვერტიკალური მიმართულებით. ამასთან, გაღება-დახურვისას შესაძლებელია კარის ყველა სასურველ დონეზე შეჩერება. მაქსიმალურად გამოღებული კარი ნაწილობრივ კარადის ზემოთ გადადის ისე, რომ მინიმალურ ადგილს იკავებს კარადასა და ჭერს შორის კარის მოძრაობისთვის დატოვებულ სივრცეში.

მექანიზმი აღჭურვილია რბილი დახურვის (BLUMOTION) სისტემით. მისი საშუალებით მექანიზმის გამოყენება მარტივი და მოსახერხებელია: კარი რბილად და მსუბუქად მიჰყვება ხელს, უხმაურო მოქმედებით კი სიმყუდროვეს შემატებს თქვენს საცხოვრებელსა თუ სამუშაო გარემოს.

AVENTOS-ის ამ მოდელის მექანიზმში შესაძლებელია ელექტრონული მართვის (SERVO-DRIVE) სისტემის დამონტაჟებაც.

AVENTOS HS კომფორტულია დიდი ზომის კარადებისთვის (80 სმ-მდე სიმაღლისა და 180 სმ-მდე სიგანის მქონე), ხოლო ელექტრონული მართვის სისტემის დამატების შემთხვევაში, კარის გაღება-დახურვა თითის ერთი დაჭერითაა შესაძლებელი.

BLUM-ი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია აწარმოებს ავეჯისთვის განკუთვნილ ფურნიტურას და, დღეისათვის, ამ სფეროში უმსხვილესი კომპანიაა. ის ცნობილია პროდუქციის წარმოებისადმი ინოვაციური მიდგომით, მაქსიმალურ კომფორტსა და დახვეწილ დიზაინზე ორიენტირებით. თავად დარწმუნდებით, რომ ყველა ამ ნიშნით გამოირჩევა ავენტოსის ეს მექანიზმიც. BLUM-ის ეს მექანიზმი ვიზუალურადაც ორიგინალური და მინიმალისტურია. 

იხილეთ ასევე: BLUM AVENTOS HF, BLUM AVENTOS HL და BLUM AVENTOS HK-TOP