16 მარტი 2021
გაზიარება:

შეიძინე მეტი, გადაიხადე ნაკლები! – აქცია სამზარეულოს პრემიუმ ტექნიკაზე დაიწყო

შეიძინე მეტი, გადაიხადე ნაკლები! –  FULGOR MILANO-ს სამზარეულოს პრემიუმ ტექნიკაზე აქცია დაიწყო. 

აქციის პირობები: მომხმარებელი, რომელიც შეიძენს FULGOR MILANO-ს სამზარეულო ტექნიკის კომპლექტს მიიღებს -50%-მდე ფასდაკლებას ჯამურ შენაძენზე. ფასდაკლება და ტექნიკის ერთეულების რაოდენობა განსხვავდება კომპლექტების მიხედვით. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეარჩიონ 9 წინასწარ შედგენილი კომპლექტიდან ერთ-ერთი (იხ. საინფორმაციო ბროშურა) ან ინდივიდუალურად დააკომპლექტონ მათთვის სასურველი ტექნიკა:

  • ეკონომი (5 ერთეული) – 30% ფასდაკლება; 

  • სტანდარტი (6 ერთეული) – 40% ფასდაკლება;

  • პრემიუმი (7 ერთეული და მეტი) – 50% ფასდაკლება.

წინასწარ შედგენილი კომპლექტების შემადგენლობა:

  • ეკონომ კომპლექტი – მოიცავს ყველა აუცილებელ ნივთს, რომლის გარეშეც წარმოუდგინელია ნებისმიერი სამზარეულო: მაცივარი, გაზქურა, ღუმელი, გამწოვი და მიკროტალღური ღუმელი;

  • სტანდარტ კომპლექტი – შექმნილია მათთვის, ვისაც ცოტა მეტი კომფორტი ესაჭიროება: მაცივარი, გაზქურა, ღუმელი, გამწოვი, მიკროტალღური ღუმელი და ჭურჭლის სარეცხი მანქანა;

  • პრემიუმ კომპლექტი – სრულფასოვანი სამზარეულოს ასაწყობად: მაცივარი, საყინულე, გაზქურა, გამწოვი, ღუმელი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მიკროტალღური ღუმელი, ორთქლის ღუმელი, ყავის აპარატი და თბილი თარო.

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს სურს ინდივიდუალურად შექმნას საქონლის კომპლექტაცია ფასდაკლების პროცენტი დამოკიდებული იქნება ერთეულების რაოდენობაზე. თუ მომხმარებელს სურს 5-ზე ნაკლები ერთეულის შესყიდვა 30%-იან ფასდაკლებას ყოველ გამოკლებულ ერთეულზე აკლდება 5% (რაც გულისხმობს, რომ 4 ერთეული = 25% ფასდაკლებას, 3 ერთეული = 20%, 2 ერთეული = 15% ფასდაკლებას და ა.შ.), ხოლო 5-ზე მეტი ერთეულის შემთხვევაში ვრცელდება ფიქსირებული ფასდაკლება (რაც გულისხმობს 6 ერთეული = 40% ფასდაკლებას, 7 ერთეული და  მეტი = 50% ფასდაკლებას). 

იტალიური ბრენდი FULGOR MILANO (ინდივიდუალური კომპლექტის შესაქმნელად იხ. კატალოგი) მოიცავს მრავალფეროვან ასორტიმენტს:

  • გაზქურები;

  • ელექტროქურები;

  • ინდუქციური ქურები;

  • ელექტროღუმელები;

  • გაზის ღუმელები;

  • ორთქლის ღუმელები;

  • მიკროტალღური ღუმელები;

  • ყავის აპარატები;

  • გამწოვები;

  • თბილი თაროები;

  • მაცივრები;

  • ჭურჭლის სარეცხი მანქანები;

  • ვაკუუმის აპარატები;

  • შოკური მოყინვის ჩილერები.

FULGOR MILANO გამოირჩევა მინიმალისტური დიზაინით. პროდუქციაში გვხდება, როგორც უჟანგავი, ასევე მინის ფინიშები. ბრენდი შექმნილია ხანგრძლივი და ინტენსიური მოხმარებისთვის. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს პროფესიონალურ სამზარეულო ტექნიკას და უმაღლესს ხარისხს.

FULGOR MILANO-ს შესახებ: კომპანია FULGOR დაარსდა 1949 წელს, როგორც ნახშირის ღუმელების მწარმოებელი ქარხანა. უკვე 1960 წელს ამპელიო მენეგეტიმ დააარსა სამეწარმეო კომპანია, რომელიც უშვებდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის (ისეთი ბრენდებისათვის როგორიც არის: Zoppas და Zanussi) მაკომპლექტირებელ ნაწილებს. შემდგომში კომპანიამ განავითარა საქმიანობა და დაიწყო პირველი ჩასაშენებელი გაზის და ელექტოღუმელების წარმოება. განვითარებასა და კვლევებში ჩადებული მუდმივი ინვესტიციების წყალობით მენეგეტის პროდუქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია 1987 წლის კელნის გამოფენაზე. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჯანი მენეგეტიმ მაცივრების წარმოებაში ახალი ერა შექმნა.

  • 1991 წელს მათ გამოუშვეს ევროპაში პირველი ღუმელი თვითწმენდის ფუნქციით;

  • 2006 წელს მსოფლიოში პირველი ორკონტურიანი გაზის სანთურა (ე.წ. კომფორა);

  • 2009 წელს Meneghetti SpA-მ შეიძინა კომპანია FULGOR-ი და შეიქმნა ბრენდი FULGOR MILANO.

ბრენდის სახელწოდება მოდის ლათინური ენიდან, რაც ნიშნავს ბრწყინვალებას, მარადიულობას. სახელის გაგრძელება კი ასოცირდება MILAN-თან და ასახავს მოდის, კრეატიულობის, დიზაინის და ინოვაციის კონცეფციას. დინამიური, თანამედროვე და ექსპრესიული FULGOR-ის პროდუქციის ღირებულება მისი ხარისხია. წარმოებას მინიჭებული აქვს ISO 9001:2008 სერტიფიკატი. კომპანია ელთიბი ექსლუზიურად წარმოადგენს FULGOR MILANO-ს ბრენდს საქართველოში.

აქცია „შეიძინე მეტი, გადაიხადე ნაკლები“ მოქმედებს 30 სექტემბრის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ელთიბის ცხელ ხაზზე: 032 266 71 61 და სოც. ქსელში: www.fb.com/furnitura

*გაითვალისწინეთ, იმ შემთხვევაში თუ ელთიბის მიერ ავტორიზებული ხელოსანი მოახდეს პროდუქციის მონტაჟს, შენაძენზე ვრცელდება საგარანტიო პირობები. მონტაჟი ფასიანია და მისი ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად შერჩეული პროდუქტის მიხედვით.

**საინფორმაციო ბროშურაში მითითებული თვიური გადასახდელი თანხა დაანგარიშებულია 3 წლიანი (12%-იანი) სამომხმარებლო სესხის სცენარის მიხედვით და წარმოადგენს პირობით ციფრს, ვინაიდან მომხმარებელზეა დამოკიდებული თუ რა პირობებით ისარგებლებს და რა გზით გადაწყვეტს კომპლექტაციის შეძენას (იქნება ეს სამომხმარებლო სესხით თუ დანაზოგით შემოტანილი ერთიანი თანხა).