space # 7

მე-7 სივრცეში მოხვედრა შესასვლელი ეზოდან შეგიძლიათ და სხვა სივრცეებისგან განსხვავებით მეორე სართულზე მდებარეობს. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ თანამედროვე სივრცეების გამყოფი მასალები, სამზარეულოს და გარდერობის შიდა მექანიზმები, სხვა მრავალ საინტერესო აქსესუარებთან ერთად. აქ წარმოდგენილი გარდერობის მექანიზმების მრავალფეროვნება გულგრილს არ დაგტოვებთ. მე-7 სივრცეში ასევე წარმოდგენილია ექსკლუზიური ტრანსფორმერი საწოლის მექანიზმები და მაგიდის ფეხების ფართო არჩევანი;

მსოფლიოს ლიდერ ბრენდებს ოფიციალურად წარმოგიდგენთ კომპანია ელთიბი.

წარმოდგენილი ბრენდები : AMBOS, INOXA, STARAX, DAMIANO LATINI, ABAIN, BATU DESIGN, ÖZER ÇELİK, Rodi, Tempo ...

პროდუქციის დეტალური ჩამონათვალი:

  • სამზარეულოს და გარდერობის შიდა მექანიზმები;
  • სივრცის გამყოფი მასალები;
  • გამწოვები;
  • ნიჟარები;
  • მაგიდის ფეხები;
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნები;
  • საწურები;
  • სამზარეულოს მექანიზმები
  • სამაღაზიე კონსტრუქციები
  • საწოლის მექანიზმი ( გადმოსაწევი ვერტიკალური, ჰორიზონტალური, ასაწევი მექანიზმები);
  • ჩასამონტაჟებელი საუთოებელი მაგიდის კომპაქტური მოდელები;
  • გადმოსაწევი საკიდები (ლიფტები);
  • ფეხსაცმლის კარადისთვის საჭირო მექანიზმები;
  • განათების სისტემები

ამ სივრცეში წარმოდგენილი აქსესუარების სრულად ჩამოთვლა რთულია, გირჩევთ ეწვიოთ და ადგილზე იხილოთ წარმოდგენილი აქსესუარები და მათი მახასიათებლები პრაქტიკულად შეისწავლოთ.

* სამუშაო საათები განისაზღვრება:

დიდუბისა და იმერეთის ფილიალები:

ორშაბათი – პარასკევი: 10:00 – 18:00;

შაბათი: 10:00 – 14:00.

 

ელიავასა და სამგორის ფილიალები და სამღებრო პალიტრა:

ორშაბათი – პარასკევი: 09:00 – 18:00

 

საკონტაქტო ცენტრი:

ორშაბათი – პარასკევი: 09:30 - 18:30.

Spaces

Company spaces and assortment

016Page