კომპანია „ელთიბი“ აცხადებს ვაკანსია შემდეგ პოზიციაზე:
ტრენერი ტექნიკური მიმართულებით
კომპანია „ელთიბი“ წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. კომპანია “ელთიბი”-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
ფუნქცია–მოვალეობები:
- ტრენინგების და სამუშაო შეხვედრების ჩატარება ტექნიკური მიმართულებით
- ტექნიკური სამუშაოების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული განათლება
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
ცოდნა/უნარები
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B1)
- ეფექტური კომუნიკაცია
- შედეგზე ორიენტირებულობა
- ხარისხზე ორიენტირებულობა
სამუშაო გრაფიკი: 6 დღე, 09:15-სთ–დან 18:15 სთ–მდე
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ტრენერი ტექნიკური მიმართულებით“ , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია ელთიბი-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას.