12 May 2021
Share:

ელთიბი გთავაზობთ Blum-ის მექანიზმს თაროს კარისათვის - AVENTOS HS. ამ მექანიზმის ყოველი დეტალი კომფორტზე, დახვეწილ ვიზუალსა და კომპაქტურობაზეა გათვლილი. იდეალურია ყველაზე მაღლა განთავსებული თაროებისთვის და ადაპტირებულია ნებისმიერი სიმაღლის ადამიანისთვის. 

AVENTOS HS-ით აღჭურვილ კარს არ აქვს ანჯამები. ამ ასახდელი მექანიზმის საშუალებით კარი გამოღებისას მოძრაობს ვერტიკალური მიმართულებით. ამასთან, გაღება-დახურვისას შესაძლებელია კარის ყველა სასურველ დონეზე შეჩერება. მაქსიმალურად გამოღებული კარი ნაწილობრივ თაროს ზემოთ გადადის ისე, რომ მინიმალურ ადგილს იკავებს თაროსა და ჭერს შორის კარის მოძრაობისთვის დატოვებულ სივრცეში.

მექანიზმი აღჭურვილია რბილი დახურვის (BLUMOTION) სისტემით. მისი საშუალებით მექანიზმის გამოყენება მარტივი და მოსახერხებელია: კარი რბილად და მსუბუქად მიჰყვება ხელს, უხმაურო მოქმედებით კი სიმყუდროვეს შემატებს თქვენს საცხოვრებელსა თუ სამუშაო გარემოს.

AVENTOS-ის ამ მოდელის მექანიზმში შესაძლებელია ელექტრონული მართვის (SERVO-DRIVE) სისტემის დამონტაჟებაც.

AVENTOS HS კომფორტულია დიდი ზომის თაროებისთვისაც (80 სმ-მდე სიმაღლისა და 180 სმ-მდე სიგანის მქონე), ხოლო ელექტრონული მართვის სისტემის დამატების შემთხვევაში, კარის გაღება-დახურვა თითის ერთი დაჭერითაა შესაძლებელი.

BLUM-ის ეს მექანიზმი ვიზუალურადაც ორიგინალური და მინიმალისტურია. 

BLUM-ი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია აწარმოებს ავეჯისთვის განკუთვნილ ფურნიტურას და, დღეისათვის, ამ სფეროში უმსხვილესი კომპანიაა. ის ცნობილია პროდუქციის წარმოებისადმი ინოვაციური მიდგომით, მაქსიმალურ კომფორტსა და დახვეწილ დიზაინზე ორიენტირებით. თავად დარწმუნდებით, რომ ყველა ამ ნიშნით გამოირჩევა ავენტოსის ეს მექანიზმიც.  

იხილეთ ასევე: BLUM AVENTOS HF და BLUM AVENTOS HL