28 June 2018
Share:

როგორ ავარჩიოთ ფერები სამზარეულოსთვის?

ფერების არჩევა დროის მომცველი და დამღლელი პროცესია, იმის გათვალისწინებით რომ ძალიან ბევრი ფერი და ფერთა შეხამება არსებობს.  როგორც ამბობენ ყველა ოთახს სხვადასხვა ფერი უხდება.

როდესაც ვსაუბრობთ სამზარეულოზე, თეთრი, ნაცრისფერი, ლურჯი, წითელი, ყვითელი და  მწვანე მართლაც ძალიან კარგი ტონია, თუმცა თითოეულ მათგანს შეუძლია განსხვავებული ატმოსფეროს შექმნა ოთახში.

თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, გთავაზობთ ფერთა რამდენიმე წყვილს, რომელიც იდეალურად ეწყობა ერთმანეთს სამზარეულოსთვის:

• მწვანე და თეთრი 

• მწვანე და ხისფერი

• თეთრი და ლურჯი 

• ფერფლისფერი და მუქი ლურჯი

 

ასევე აღსანიშნავია, რომ სამზარეულოში თბილი ფერები, ბუნებრივი ხის ფერი, საჭმლის მომზადების პროცესს უფრო კომფორტულს ხდის.

შავი ფერი ცალკე ქმნის მწირი სამზარეულოს იერს, მაგრამ შავი შეხამებული სხვა ფერთან, მრავაფეროვანს ხდის სამზარეულოს, მაგალითად:

• შავი - თეთრი

• შავი - ვერცხლისფერი

• შავი - სალათისფერი

ნეიტრალური ფერები ძალიან მოსაწყენია, ამიტომ უმჯობესია აქცენტი გააკეთოთ 2 ან 3 ფერზე.

მაგალითად, ნეიტრალური ხის ფერი ძალიან კარგად ჯდება შემდეგ ფერებთან:

მწვანე

ლურჯი

კრემისფერი

გთავაზობთ ფერებს, რომლებიც ადამიანს აკარგვინებს ან უმატებს მადას.

ფერები რომლებიც გვიკარგავს მადას:

 

იასამნისფერი,

იისფერი და მსგავსი ფერები.

ნაცრისფერი - ეს ფერი ადამიანს მადას ყოველთვის უკარგავს, გინახავთ ნაცრისფერი საჭმელი, რომელიც მიმზიდველად გამოიყურება? ამიტომ რესტორნები ხშირ შემთხევვაში ამ ტონალობას ერიდებიან, როცა ინტერიერის დიზაინის შერჩევაზე მიდგება საქმე.

ყავისფერი - ერთ-ერთი მუქი ფერი რომელიც ადამიანს შიმშილის გრძნობას უკარგავს. მუქი ყავისფერი სამზარეულოში ადამიანების დიდ ნაწილთან ასოცირდება ნახევრად გამომცხვართან, ან დამწვართან.

ლურჯი - როგორც უკვე ავღნიშნეთ, ლურჯი ფერი ძალიან ამშვიდებს ადამიანს (ხშირად აძინებს კიდეც) და ამიტომაც ძირითადად საძინებლის დეკორაციების გაკეთებისას ურჩევენ. მადაზე ნაკლებად სტიმულირებს მაშინ, როდესაც ცისფერი პირიქით, მადას უძლიერებს ადამიანს.

ფერები, რომლებიც გვიმატებს მადას !

 

მწვანე

ყვითელი

სტაფილოსფერი

წითელი - რომელსაც ძალიან ბევრი რესტორანი იყენებს ზუსტად იმ მიზნით, რომ ადამიანებს რომლებიც იქ შედიან, მადა მოემატოთ და მეტი შეუკვეთონ. წითელი აქცენტი მაგიდებზე, კედლებზე და ა.შ.

ეს კვლევები ამართლებს უმეტეს შემთხვევაში, თუმცა, თავისთავად, არა ყოველთვის და მადასთან და უმადობასთან ასოცირებაც ინდივიდუალურად ხდება. რაც შეეხება ფერთა შეხამებას დანამდვილად შეგიძლიათ გამოიყენოთ.