26 Июль 2018
:

როგორ დავზოგოთ სივრცე სახლში?

პატარა სახლები/ბინები შეიძლება მყუდროა, თუმცა ხანდახან ისეთ შეგრძნებას ტოვებს, თითქოს კედლები ერთმანეთს უახლოვდება. ამ შეგრძნების გაქრობა თუ გვინდა, უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად ავითვისოთ სივრცე ოთახში.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას და მექანიზმს, რომელთა დახმარებითაც, შეგიძლიათ მაქსიმალურად აითვისოთ და დაზოგოთ სივრცე სახლში.

 მათ, ვისაც სამზარეულოში ტრიალი გიყვართ, გირჩევთ სამზარეულოში დასაკიდი მილის გამოყენებას, რომელზეც თავისუფლად შეიძლება მოთავსდეს სუნელების დასაკიდი, პატარა ტაფები, და სხვა ხშირად გამოყენებადი წვრილი აქსესუარები.  ამით რეალურად უჯრებშიც მეტი სივრცე დარჩება და შეძლებთ სხვა ნივთებით შეავსოთ. აღნიშნულს კი საჭიროების შემთხვევაშიც მარტივად მოხსნით კედლიდან.

 სივრცეს დაგიზოგავთ ასაკეცი კედლის მაგიდები .  სამზარეულოს სასადილო მაგიდა, რომლის აკეცვაც შეგიძლიათ კედელზე, მოგცემთ საკმაოდ დიდ სივრცეს.

✔ ასაკეცი საწოლის მექანიზმი ! რომელიც ასევე დაგეხმარებათ გაათავისუფლოთ საკმაოდ დიდი სივრცე ოთახში.

 საუთოო მაგიდა – ძალიან მოსახერხებელია ჩასამონტაჟებელი საუთოო მექანიზმი, რომელიც შეგიძლიათ მოათავსოთ უჯრაში, კარადაში ან კედელზე. აქ განსაკუთრებით მოსახერხებელია კარადაში ჩასამონტაჟებელი საუთოო მაგიდა, რაც ასევე ძალიან ზოგავს სივრცეს  და უზრუნველყოფს იმას, რომ ზედმეტი ნივთები თვალში არ მოგვხვდეთ ოთახში.

 სათავსოების გაკეთება კიბის უჯრედში, თაროების ან უჯრების სახით (არსებობის შემთხვევაში).

 ღია ფერების გამოყენება ოთახში, რაც ქმნის უფრო დიდი სივრცის შეგრძნებას.

 გასაგორებელი კარის მექანიზმები და თვით ოთახშორისი კარი საუკეთესო გადაწყვეტაა სივრცის დაზოგვის კუთხით.

 

როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი ხერხი არსებობს, რომელთა გამოყენებითაც თავისუფლად შეგვიძლია გავზარდოთ სახლში სივრცე!

​​​​​​​