пространство # 7

მე-7 სივრცეში მოხვედრა შესასვლელი ეზოდან შეგიძლიათ და სხვა სივრცეებისგან განსხვავებით მეორე სართულზე მდებარეობს. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ თანამედროვე სივრცეების გამყოფი მასალები, სამზარეულოს და გარდერობის შიდა მექანიზმები, სხვა მრავალ საინტერესო აქსესუარებთან ერთად. აქ წარმოდგენილი გარდერობის მექანიზმების მრავალფეროვნება გულგრილს არ დაგტოვებთ. მე-7 სივრცეში ასევე წარმოდგენილია ექსკლუზიური ტრანსფორმერი საწოლის მექანიზმები და მაგიდის ფეხების ფართო არჩევანი;

მსოფლიოს ლიდერ ბრენდებს ოფიციალურად წარმოგიდგენთ კომპანია ელთიბი.

წარმოდგენილი ბრენდები : Ambos, Inoxa, Starax, Damiano Latini, Abain, Tempo ...

პროდუქციის დეტალური ჩამონათვალი:

  • სამზარეულოს და გარდერობის შიდა მექანიზმები;
  • სივრცის გამყოფი მასალები;
  • გამწოვები;
  • ნიჟარები;
  • მაგიდის ფეხები;
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნები;
  • საწურები;
  • საწოლის მექანიზმი ( გადმოსაწევი ვერტიკალური, ჰორიზონტალური, ასაწევი მექანიზმები);
  • ჩასამონტაჟებელი საუთოებელი მაგიდის კომპაქტური მოდელები;
  • გადმოსაწევი საკიდები (ლიფტები);
  • ფეხსაცმლის კარადისთვის საჭირო მექანიზმები;

ამ სივრცეში წარმოდგენილი აქსესუარების სრულად ჩამოთვლა რთულია, გირჩევთ ეწვიოთ და ადგილზე იხილოთ წარმოდგენილი აქსესუარები და მათი მახასიათებლები პრაქტიკულად შეისწავლოთ.

* სამუშაო საათები განისაზღვრება ორშაბათი-შაბათი 09:30 – 18:00, კვირა - დასვენება

Пространства

Пространства и ассортимент компании

016