06 Январь 2020
:

უფრო გამძლე ავეჯისთვის

კარგია ახლად აწყობილი ავეჯი, სრულყოფილად რომ გამოიყურება.

საშინელებაა მალე დაზიანებული ავეჯი.

რა თქმა უნდა ყველას გვსურს ხარისხიანი ავეჯი და არა ისეთი, რამდენიმე წელიწადში გამოსაცვლელი რომ ხდება. 

ავეჯის გამოცვლა/ხარჯები/ სტრესი/ ლოდინი/

ჩვენ შეგვიძლია მაქსიმალურად ავირიდოთ ეს თავის ტკივილი და დასაწყისშივე გავამახვილოთ ყურადღება მნიშვნელოვან დეტალებზე, რათა გავზარდოთ ავეჯის სასიცოცხლო დრო.

ღირებულება დეტალებშია და გარდა ავეჯის მასალის ხარისხისა, მომდევნო რიგში, აუცილებლად ყურადღება უნდა გაამახვილოთ ავეჯის დაწიბოვებაზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც მასალას დასრულებულ სახეს ანიჭებს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამდენად ხარისხიანად ხდება დაწიბოვება. 

წიბო - იმავე ფაქტურის და ფერის მქონე ლენტი, რომელიც მასალას აქვს გვერდებზე მიკრული, შიგთავსი რომ არ გამოჩნდეს უშნოდ და/ან არ დაზიანდეს მაღალი/დაბალი ტემპერატურის პირობებში, წყალი არ მოხვდეს შიგთავსში, და ა.შ.

რატომ არის ეს ნაწილი ასეთი მნიშვნელოვანი?

ალბათ ბევრ თქვენგანს უნახავს ავეჯის გვერდები ამ მდგომარეობაში:

სათანადოდ არდაწიბოვების შედეგად, ეს შედეგი მიიღება გაცილებით მოკლე დროში.  ძირითადად ეს ხდება გაზქურის ან გათბობის სისტემის მიმდებარედ, მაღალი ან დაბალი ტემპერატურული პირობების ფონზე, ან უბრალოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, არასათანადოდ კარგად დაწიბოვების შედეგად.

შეიძლება გინახავთ ნესტისგან დაბერილი ლამინატიც, დროთა განმავლობაში აბაზანაში გამოყენებისას.

თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ეს პროცესი მაქსიმალურად გავახანგრძლივოთ. 

იდეალური გამოსავალი არის არჩევანის შეჩერება პოლიურეთანის წებოზე, რომელიც იმდენად მჭიდროდ აკრავს წიბოს დეტალზე, რომ ფაქტიურად ხდება სრული ჰემრეტიზაცია. არ განიცდის დეფორმაციას ტემპერატურული ცვლილების დროს  და დაწიბოვებული ადგილიდან იმის ალბათობა, რომ წყალი/ნესტი შიგთავსში მოხვდება, ფაქტიურად არ არის (თუ ზედაპირი არ არის დაზიანებული). 

წიბო მაქსიმალურად დიდი ხნის მანძილზე იქნება მიკრული დეტალზე და მისი აძრობა ფაქტიურად შეუძლებელია.  

ალბათ გსმენიათ, როგორ ურჩევენ აბაზანის ავეჯისთვის მდფ-ს. ეს იმიტომ, რომ მდფ-ი დსპ-სგან განსხვავებით, ნესტის ამტანია.

თუმცა, ალბათ მათ, ვინც ამ რჩევას გასცემენ, ჯერ არ იციან, რომ არსებობს პოლიურეთანის წებო, რომლის დახმარებითაც დსპ-ს ლამინირებული ფილებიც კი (ლამინატი), დაწიბოვების შემდეგ ხდება ნესტის ამტანი. შესაბამისად, შესაძლებელია მისი გამოყენება როგორც აბაზანაში, ისე სამზარეულოშიც და საერთოდ, სახლის ნებისმიერ წერტილში.

ამ შედეგის მისაღებად, აუცილებელია მასალის ყველა მხარე იყოს დაწიბოვებული.

თუ გვსურს, რომ ჩვენმა ავეჯმა, მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოს პირვანდელი სახე, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ პოლიურეთანის წებოს.

 

პ.ს. ყველა კომპანია ავეჯის სფეროში, რომელსაც ამის შესახებ ინფორმაცია და ასევე შესაძლებლობა აქვს, ჰქონდეს აღნიშნული კომპონენტი, აუცილებლად იყენებს მას.