25 ივნისი 2018
გაზიარება:

რჩევები ექსპერტებისგან

რამდენად ხშირად უნდა შევცვალოთ ინტერიერი საძინებელში?

ეს ის შეკითხვაა, რომელიც ადამიანებს ხშირად გონებაში უტრიალებთ. დეკორაციის შესაცვლელად ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ეს შეიძლება იყოს შეღებვა, ახალი შპალერის არჩევა, ახალი ავეჯის ან სულაც საწოლის შეძენა. რა დროა რეკომენდებული რომ გამოიყოს ამ ცვლილებებისთვის? ჩატარებულია რამდენიმე გამოკითხვა ამ საკითხის გარშემო. ერთ-ერთის მიხედვით გამოიკითხა 5 ყველაზე წარმატებული და განსაკუთრებული ხედვის მქონე დიზაინერი. ყველა გამოკითხული დიზაინერი თანხმდება რომ საძინებელში მკვეთრი დეკორაციული ცვლილებები მისაღებია ყოველ 3-4 წელიწადში ერთხელ, ვინაიდან ტრენდი მუდმივად იცვლება და თქვენი ოთახიც აუცილებელია არ გამოიყურებოდეს ძველმოდურად.

დრო

მაშინაც კი თუ მთლიანად არ შევცვლით ოთახის დიზაინს , ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მხოლოდ რომელიმე ავეჯის დეტალი ან ფერები ოთახში. საერთოდ, წლების სვლის დროს სახლის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საძინებლის განახლება, მითუმეტეს ბავშვებისთვის, ზრდის პარალელურად, ინტერესების და ხედვების ზრდის პარალელურად.

საძინებელი ეს არის ადგილი მთელს სახლში, სადაც ადამიანი ყველაზე უკეთ ისვენებს. ადგილი, რომელიც გეხმარება ტვინის გათიშვაში გადატვირთული დღის შემდეგ. თუ მთლიან ცვლილებას არ გეგმავთ, დიზაინერები რეკომენდაციას უწევენ ოთახის ჭერი დატოვოთ ისე, როგორც არის და აქცენტი სხვა დეტალებზე გაკეთდეს. პირველი რჩევა არის რომ შეიცვალოს ოთახის ფერი ან ავეჯის ფასადები ყოველ 12-24 თვეში ერთხელ.

პატარა დეტალები ასევე, როგორიცაა, სარკის შეცვლა ან ახალი სკამის დადგმა გამოაცოცხლებს მთლიან ოთახს. რეკომენდებულია, რომ შეიცვალოს თუნდაც პატარა დეტალი ყოველ წელიწადს,თუნდაც არა მთლიანი ავეჯი, არამედ ავეჯის რაღაც ნაწილი, დეტალი. შესაძლებელია ეს იყოს უბრალოდ საწოლის ფეხის ან კუთხის დიზაინის ცვლილება.

ცვლილებები შეიძლება რთული იყოს

ყველა გამოკითხული დიზაინერი თანხმდება რომ ადამიანებს გვაქვს ემოციური ფაქტორი რომელიც გვიშლის ხელს გადავდგათ ნაბიჯი სიახლისკენ. ჩვენ ვეჯაჭვებით ძველ ნივთებს, და გვიჭირს მთთან შეგუება და გვავიწყდება რომ გარკვეული დროის შემდეგ ერთი და იმავე დიზაინი დამღლელი და მოსაბერზებელი ხდება და უარყოფითადაც კი მოქმედებს ჩვენს განწყობაზე.

დიზაინერები ურჩევენ მათ ვისაც ბავშვები ჰყავს, წელიწადში ერთხელ მაინც გამონახონ 2 დასვენების დღე რომ არამარტო შეცვალონ რაიმე დიზაინის კუთხით, არამედ განაახლონ თეთრეულიც კი, თუ სრულად არა, დაამატონ მაინც რაიმე ახალი. გადაახარისხონ რაც აღარ სჭირდებათ და რისი ჩანაცვლებაც ახლით შეიძლება. ეს თერაპიული თვალსაზრისით ძალიან სასარგებლოა ასევე და ადამიანის განწყობაზე დადებითად მოქმედებს. არ არის საჭირო ნოსტალგიურად ვიყოთ განწყობილები ნივთების მიმართ თუ ამ ნივთებს არ აქვს რაიმე მნიშვლენოვანი დატვირთვა ჩვენთვის.

სტრესიდან გამოსვლა სიახლის საშუალებით.

ერთ-ერთი გამოკითხული დიზაინერთაგან, პიპა ჯეიმსონი, ეთანხმება კოლეგებს და ამბობს, რომ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ საწოლზე წამოწოლისას რაიმე ახლის დანახვით ჩვენ დადებითად და არასტრესულად ვიგრძნობთ თავს. ხალხი იღლება ერთი და იმავე დიზაინის ყურებით და ყოველთვის საჭიროა მოხდეს განახლება.

ცვლილების კარგ აღქმას ასევე ტოვებს უბრალოდ ინვენტარის გადაადგილება ოთახში, რასაც ხშირად მიმართავენ ასევე ის ადამიანები რომლებსაც არ აქვთ კონკრეტული მომენტისთვის გადანახული თანხა რომ შეიძინონ ახალი დეტალები ავეჯისთვის.

დამამშვიდებელი ოთახის ფერები რომელი ფერები ამშვიდებს ყველაზე მეტად? ერთ-ერთი საუკეთესო ინტერიერის დიზაინერი ელა ჯეიდი გვირჩევს თუ როგორ ავარჩიოთ ფერები რომლებიც დაგვეხმარება დავიძინოთ ჯანსაღი, ღრმა ძილით. ის ფიქრობს რომ ფერები რომლებიც გვხვდება ბუნებაში, არის უფრო მეტად დამამშვიდებელი და შეუძლიათ ოთახში შემოიტანონ ნათელი და ჰაეროვანი შეგრძნება.

საუკეთესო ფერები სიმშვიდისთვის:

ლურჯი – წევს გულისცემას და ამშვიდებს ადამიანებს რომელთაც სტრესული სამუშაო აქვთ.

მწვანე – ე.წ ჯანმრთელი ფერი, რომელსიც აუმჯობესებს ჩვენს კონცენტრაციას და ენერგიულ განწყობაზე მოვყავართ.

ასევე, დამამშვიდებელ ფერად ითვლება ვარდისფერი -რომელიც სასიამოვნოდ თენთავს ადამიანს და ანდომებს ძილს.

ვიმედოვნებთ, ზევით ჩამოთვლილი რჩევები გამოგადგებათ თქვენს საძინებელში და არა მხოლოდ საძინებელში სასიამოვნო გარემოს შექმნაში. შემდეგ კვირას აუცილებლად, ისევ შემოგთავაზებთ საინტერესო და გამოსადეგ ინფორმაციებს