14 მაისი 2018
გაზიარება:

იტალიური სტანდარტების შესაბამისი ქართული პროდუქცია

კომპანია „ელთიბი“ 2004 წელს დაარსდა და მას შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა განვითარების კუთხით. მომწოდებელი კომპანიის სტატუსი ავეჯის მასალებში, მწარმოებლის სტატუსით ჩაანაცვლა და ბევრი მომხმარებლის გული მოიგო. ყველას შეუძლია წარმოება, მაგრამ ყველას როდი ძალუძუს თავისი პროდუქცია მსოფლიოს მოწინავე იტალიურ ბრენდს აწარმოებინოს. მსგავსი მეთოდის გამოყენების საჭიროება იტალიური კომპანიის წლების განმავლობაში დაგროვებულმა ცოდნამ განაპირობა, რაც უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა.

დრესდღეობით „ელთიბი“ მომხმარებლებს უკვე სთავაზობს სამი ტიპის პროდუქციას სხვადასხვა ვარიაციებით. პროდუქციის მწარმოებელი კომპანია იტალიაში მდებარეობს და წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ ბრენდს ავეჯის მასალების წარმოების კუთხით. მსგავსი სტატუსი ISO 9001 და ISO 14001 სტანდარტების დაკმაყოფილების საფუზველზე მიიღო და დღესდღეობით ქართული პროდუქცია სწორედ ამ სტანდარტების ფარგლებში მზადდება. ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანესია რადგან კომპანია „ელთიბი“ ცდილობს მისი პროდუქცია ეთიკის ნორმების სრული დაცვით იყოს დამზადებული და არ შელახოს მომხმარებლის უფლებები არცერთი კუთხით.

კომპანია „ელთიბი“ არ აპირებს შეჩერებას ამ მიღწევებზე და მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი სიახლის შეთავაზებას. მთავარი მიზანი მომხმარებლის სურვილების დაკმაყოფილებაა და ასორტიმენტის გაფართოებაც სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით იგეგმება.