14 სექტემბერი 2020
გაზიარება:

1 + 1 საჩუქრად - აქცია პრემიუმ ხარისხის ტექნიკაზე

„1 + 1 საჩუქრად“ - აქცია სამზარეულოს პრემიუმ ტექნიკაზე 17 სექტემბრიდან დაიწყო.

აქციის პირობა: მომხმარებელი, რომელიც შეიძენს იტალიური მწარმოებლის FULGOR MILANO-ს ტექნიკას, საჩუქრად მიიღებს, შერჩეულ პროდუქტზე ნაკლები ღირებულების ნებისმიერ სხვა ტექნიკას, სრულიად უფასოდ.

იტალიური ბრენდი FULGOR MILANO (იხ. კატალოგი) მოიცავს მრავალფეროვან ასორტიმენტს:

  • გაზქურები
  • ელექტროქურები
  • ინდუქციური ქურები
  • ელექტროღუმელები
  • გაზის ღუმელები
  • ორთქლის ღუმელები
  • მიკროტალღოური ღუმელები
  • ყავის აპარატები
  • გამწოვები
  • თბილი თაროები
  • მაცივრები
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანები
  • ვაკუუმის აპარატი
  • შოკური მოყინვის ჩილერები

შეთავაზება „1 + 1 საჩუქრად“ ძალაშია 17 ნოემბრის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ელთიბის ცხელ ხაზზე 0322667161 და სოც. ქსელში www.fb.com/furnitura

FULGOR MILANO-ს შოურუმი წარმოდგენილია ელთიბის მაღაზიაში, სივრცე №7, მისამართზე: თ. ერისთავის №2. 

FULGOR MILANO-ს შესახებ: კომპანია FULGOR დაარსდა 1949 წელს, როგორც ნახშირის ღუმელების მწარმოებელი ქარხანა. უკვე 1960 წელს ამპელიო მენეგეტიმ დააარსა სამეწარმეო კომპანია, რომელიც უშვებდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის (ისეთი ბრენდებისათვის როგორიც არის: Zoppas და Zanussi) მაკომპლექტირებელ ნაწილებს. შემდგომში კომპანიამ განავითარა საქმიანობა და დაიწყო პირველი ჩასაშენებელი გაზის და ელექტოღუმელების წარმოება.

განვითარებასა და კვლევებში ჩადებული მუდმივი ინვესტიციების წყალობით მენეგეტის პროდუქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია 1987 წლის კელნის გამოფენაზე. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჯანი მენეგეტიმ მაცივრების წარმოებაში ახალი ერა შექმნა.

  • 1991 წელს მათ გამოუშვეს ევროპაში პირველი ღუმელი თვითწმენდის ფუნქციით;
  • 2006 წელს მსოფლიოში პირველი ორკონტურიანი გაზის სანთურა (ე.წ. კომფორა);
  • 2009 წელს Meneghetti SpA-მ შეიძინა კომპანია FULGOR-ი და შეიქმნა ბრენდი FULGOR MILANO.

ბრენდის სახელწოდება მოდის ლათინური ენიდან, რაც ნიშნავს ბრწყინვალებას, მარადიულობას. სახელის გაგრძელება კი ასოცირდება MILAN-თან და ასახავს მოდის, კრეატიულობის, დიზაინის და ინოვაციის კონცეფციას. დინამიური, თანამედროვე და ექსპრესიული FULGOR-ის პროდუქციის ღირებულება მისი ხარისხია. წარმოებას მინიჭებული აქვს ISO 9001:2008 სერტიფიკატი.

კომპანია ელთიბი ექსლუზიურად წარმოადგენს FULGOR MILANO-ს ბრენდს საქართველოში.

*გაითვალისწინეთ, იმ შემთხვევაში თუ ელთიბის მიერ ავტორიზებული ხელოსანი მოახდეს პროდუქციის მონტაჟს, შენაძენზე ვრცელდება საგარანტიო პირობები. მონტაჟი ფასიანია და მისი ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად შერჩეული პროდუქტის მიხედვით.