კომპანია „ელთიბი“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია „ელთიბი“ წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია “ელთიბი”-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ვებგვერდის მართვაში მონაწილეობა;
- სოციალური ქსელების მართვა;
- სიახლეების შესახებ ინფორმაციის მომზადება და ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში განთავსების უზრუნველყოფა;
- მარკეტინგულ აქტივობებთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორცილებაში მონაწილეობა.
საკვლიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (მარკეტინგი/ჟურნალისტიკა);
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
- აზრის არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- დროის მართვის უნარი;
- დისციპლინირებულობა;
- შედეგებზე ორიენტირებულობა.
ანაზღაურება: 800 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 09:30-დან 18:30 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „სოციალური მედიის სპეციალისტი“.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას.