კომპანია „ელთიბი“ აცხადებს ვაკანსიას გრფიკოს-დიზაინერის პოზიციაზე.
კომპანია „ელთიბი“ წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია “ელთიბი”-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის კორპორატიული სტილის შემუშავება და კონტროლი.
- კომპანიის ატრიბუტიკის და აქსესუარების დამზადების უზრუნველყოფა.
- მედია ბრენდინგი;
- პროდუქციის კატალოგის დიზაინის შექმნა.
საკვლიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- დაგეგმვა და ორგანიზება;
- ინოვაცია;
- პროდუქტიულობა;
- ხარისხზე ორიენტირება.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 09:30-დან 18:30 საათამდე.
საკონკურსო პირობები:
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „გრაფიკოს-დიზაინერი“.
კონკურსის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას.