07 ივლისი 2018
გაზიარება:

შევარჩიოთ სახელურები სწორად

უკვე გადახვედით ახალ სახლში? აარჩიეთ ავეჯის დიზაინი? კედლების ფერი და სახელურების შერჩევაღა დაგრჩათ?

მოდი დავფიქრდეთ, არა მხოლოდ დიზაინის კუთხით, პატარა დეტალები ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ საქმეში და ნებისმიერ ვიზუალში უდიდეს როლს თამაშობს.  სახელურით, რეალურად კარის თუ ავეჯის მთლიანი დიზაინს შეცვლა შეიძლება. თუ ფიქრობთ რომ რომელიმე თარო ან კარადა მოძველდა ან თქვენთვის ერთფეროვანი გახდა, შეგიძლიათ მას სახელური შეუცვალოთ და პრობლემაც გადაჭრილია! თქვენ მიიღებთ სრულიად ახალი ვიზუალის მქონე ავეჯს.

ინტერიერის დიზაინერების უმრავლესობა გვირჩევს რომ არ გამოვიყენოთ მთელს ავეჯზე ერთი და იგივე სახელურები, რადგან ეს მომაბეზრებელს და ერთფეროვანს ხდის მას.

ასევე, შეგვიძლია სხვადასხვა ოთახში გამოვიყენოთ სხვადასხვა სტილი.

 

როგორ შევარჩიოთ სწორად?

აუცილებლად სტანდარტული მეტალის ხახელურები? თუ რაიმე ახალი, უფრო თანამედროვე ?

LochAnna Kitchens-ის მიხედვით – სამზარეულოში  სახელურები ბრუნდება! ორნამენტული სახელურები თანამედროვე სამზარეულოში, მოვარდისფრო ოქროსფერი ნელ-ნელა უფრო და უფრო მოთხოვდადი ხდება, ისევე როგორც ვერცხლისფერი და შავი სახელურები, რომლებიც თითქმის ყველა დიზაინს უხდება.

საყურადღებოა ფერთა შეხამება და სწორი ზომის შერჩევა. ამ საკითხებთან დაკავშირებით რჩევებს გვაძლევს ინტერიერის დიზაინერი ანე – მარი ბარტონი:

თუ გსურთ შექმნათ თანამედროვე და ამავდროულად ვინტაჟური ელემენტების მქონე ავეჯი, შეგიძლიათ აირჩიოთ ბრინჯაოს სახელურები.

Grapevine+1+Pulls+and+Wood+Knobs+Notting+Hill+Decorative+Hardware

თანამედროვე სტილში : ნიკელი, ხე, მეტალი.

ანე-მარის რეკომენდაციებით,სამზარეულოში რეკომენდებულია შუა უჯრებთან  გაკეთდეს ე.წ სოკო სახელურები, ზედა და ქვედა თაროებთან კი მოგრძო სახელურები, ან პირიქით. მსგავსი განლაგება არც ტვირთავს და არც მოსაბეზრებელს ხდის ვიზუალს. ასევე, მოგრძო პანელებთან სახელური უნდა გაკეთდეს ვერტიკალურად, ხოლო განიერთან ჰორიზონტალურად.

მოგრძო სახელურების გაკეთების შემთხვევაში, ნებისმიერი ოთახის ავეჯთან ასევე რეკომენდებულია პანელის გაშლილ ნაწილზე გამოყენება, რაც მოხმარების პროცესში გაცილებით კომფორტულია.

Y2017B6_Cabinet_Hardware_DETAIL_1047_1872x1980

გარდა ამ დეტალებისა სახელურის არჩევის პროცესში მნიშვნელოვანია არჩევანი იყოს ხარისხიანი და კარგი დიზაინის.  წარმოიდგინეთ რამდენად ხშირად გიწევთ დღის განმავლობაში სახელურის გამოყენება? თავისთავად ამის გამო ჩვენ გვჭირდება რომ ის იყოს ისეთივე კომფორტული, როგორც გამოიყურება. ამიტომ, არჩევამდე აუცილებლად უნდა მოვირგოთ ხელში სახელური და დავფიქრდეთ რამდენად კომფორტულია მისი მოხმარება.

knobs-D

რაც შეეხება რეკომენდაციებს ფერებთან დაკავშირებით. ეს ხშირად ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს სამი ფერის ეფექტი, რომელიც ოთახს უნარჩუნებს მსუბუქ ვიზუალს.

სხვადასხვა ტონების გამოყენებით შეგვიძლია მივიღოთ თანამედროვე ინტერიერი,სადაც სახელურის სახით საინტერესო აქსესუარს შემოვიტანთ, მაგალითად სამზარეულოს თუ ვაკეთებთ ლურჯ და ნაცრისფერ ტონებში, გამოვიყენოთ ვერცხლისფერი გლუვი სახელური, რაც ელეგანტურობას და თანამედროვეობას ერთდროულად შექმნის.

ვიმედოვნებთ, ეს რეკომენდაციები გამოგადგებათ სახელურების შერჩევის პროცესში. შემდეგ კვირას ისევ შემოგთავაზებთ საინტერესო და პრაქტიკულ  რჩევებს.