14 მაისი 2018
გაზიარება:

მწვანე ბარათი - მოხმარების წესები და პირობები

ზოგადი მიმოხილვა

,,მწვანე ბარათი” შემდგომში ბარათი,  არის შპს ,,ლთბ-ს“ მიერ მომხმარებლისთვის შექმნილი პროდუქტი. ლთბ-ს ქსელში გაკეთებული შენაძენები აღირიცხება პლასტიკური ბარათის მეშვეობით, კეთდება პროგრამული ფასდაკლება და გროვდება ბონუს ქულები  დაგროვილი ქულების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს პროდუქცია ან/და საჩუქრები ლთბ-სგან, რომლებსაც შეარჩევს როგორც ლთბ-ს ასორტიმენტიდან, ასევე სპეციალური სასაჩუქრე სტენდიდან.(ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

1. ბარათის გაცემა

1.1 ბარათები გაიცემა შპს ლთბ-ს ცენტრალურ მაღაზიაში, ადმინისტრაციულ ასისტენტთან.

1.2 ბარათის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს (გარდა ლთბ-ს თანამშრომლებისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის სრულწლოვანი და წარადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი.

1.3 ბარათი გაიცემა მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე.

1.4  1.2. და 1.3. პუნქტების პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შპს ლთბ-ს ადმინისტრაციული ასისტენტი ელექტრონულ პროგრამაში დაარეგისტრირებს მომხმარებელს და გაააქტიურებს პლასტიკურ ბარათს.

1.5 მომხმარებელი რეგისტრაციის ანკეტაზე ხელმოწერით ადასტურებს მისი პირადი მონაცემების სიზუსტეს და თანხმობას გამოთქვამს მიიღოს ნებისმიერი შეტყობინება (მათ შორის სარეკლამო სახის) მითითებული საკონტაქტო საშუალებებით (ტელეფონი, ელ. ფოსტა).

1.6 მფლობელს აქვს უფლება გადასცეს ბარათი ნებისმიერ მესამე პირს, გარდა ლთბ-ს თანამშრომლებისა.

 

2. ბარათის მუშაობის პრინციპი

2.1 ბარათი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით (გარკვეული შეზღუდვების გარდა. (იხ. პუნქტები 4.1, 4.2 )).

2.2 ბარათი არის მხოლოდ შიდა ანგარიშსწორების საშუალება, იგი აგროვებს და ინახავს ინფორმაციას შპს ლთბ-ს მაღაზიებში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელებულ შენაძენებზე.

2.3 ბარათის გამოყენება შეიძლება შპს ლთბ-ს მაღაზიებში განხორციელებულ ნებისმიერ შენაძენზე გარკვეული გამონაკლისების გარდა. (იხ. პუნქტი 5.1)

2.4 ბარათზე ქულების დასარიცხად აუცილებელია რეალიზაციის გატარებისას ბარათი თან იქონიოთ და დააფიქსიროთ ის შესაბამის მოწყობილობაზე. (ლთბ-ს თანამშრომლებს ბარათის დაფიქსირება ეკრძალებათ)

2.5 გატარებისას იმოქმედებს პროგრამული, დაგროვებითი ფასდაკლება, ქულების დარიცხვა გამოითვლება  კოეფიციენტით

რეალიზაციის თანხის 2%. აღნიშნული პირობა ვრცელდება ლთბ-ში არსებულ ყველა პროდუქტზე. (დაგროვება იწყება ნულიდან, მიუხედავად მფლობელი ისტორიისა ელთიბი-ში)

2.6 ბარათი ინახავს და აჯამებს ნებისმიერ შენაძენს თეთრების სიზუსტით.

მაგალითად: თუ შეძენილ იქნება 100 ლარის ღირებულების პროდუქცია ბარათზე დაირიცხება 2 ქულა შემდეგ შენაძენზე 160 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში 3,2 ქულა 76 ლარის შემთხვევაში 1,52 ქულა და ა.შ.

აღნიშნული შენაძენები დაჯამდება და ბარათზე დაირიცხება:  6,72ქულა

2.7 დაგროვილ ქულებს აღრიცხავს შპს ,,ლთბ“

2.8 დაგროვილი ქულები მომენტალურად აისახება ბარათზე. (გარკვეული გამონაკლისების გარდა იხ. პუნქტი 5.2)

2.9. ოპერაციის გაუქმების შემთხვევაში ბარათიდან შესაბამისი ოპერაციისას დარიცხული ქულები იჭრება.

2.10 შპს ლთბ-ს ყველა მაღაზიაში ქულები გროვდება ერთნაირად, თუ რომელიმე მაღაზიაში არ არის რაიმე სახის დამატებითი აქცია, რომლის განხორციელების დროსა და პირობებს განსაზღვრავს შპს ლთბ.

 

3. საჩუქრების გაცემა

3.1 დაგროვილი ქულების გადაცვლა შესაძლებელია შპს ,,ლთბ-ს“ მიერ დადგენილ პროდუქციაში ან/და საჩუქრებში 

3.2 სასაჩუქრე ასორტიმენტში შედის სპეციალურ სასაჩუქრე სტენდზე არსებული პროდუქცია. (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

3.3 ქულების პირობითი ღირებულებაა: ერთი ქულა უდრის 1 ლარს.

3.4 სასაჩუქრე სტენდიდან საჩუქრის მიღება შესაძლებელია ლთბ-ს დიდუბის ფილიალში.

3.5 დაგროვილი ქულებით პროდუქციის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ მაღაზიაში.

3.6 საჩუქრის/პროდუქციის მიღების უფლება აქვს მხოლოდ ბარათის მფლობელს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე.

3.7 საჩუქრის/პროდუქციის მიღება დასტურდება სპეციალური დოკუმენტით რომელსაც ხელს აწერს ბარათის მფლობელი.

3.8 საჩუქრის/პროდუქციის მიღებისას ბარათიდან ჩამოიჭრება საჩუქრის/პროდუქციის შესაბამისი ქულების რაოდენობა.

3.9 საჩუქრის შეკვეთა არ მოხდება თუ ბარათზე არ არის ქულების საკმარისი რაოდენობა. პროდუქციის შემთხვევაში შესაძლებელია შერეული გადახდა. 

3.10 საჩუქრის/პროდუქციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბარათზე დაგროვილი ქულების სანაცვლოდ.

3.11 სასაჩუქრე სტენდზე არსებული პროდუქცია ლიმიტირებულია. საჩუქრის გაცემა მოხდება მოთხოვნის მომენტისთვის სტენდზე არსებული პროდუქციის შესაბამისად.

 

4. ბარათის გაუქმება, დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღდგენა,

ბარათის გადაფორმება

4.1 ბარათი უქმდება თუ მასზე არ დაფიქსირდება ტრანზაქცია მისი ბოლო მოხმარებიდან 1 წლის (365 კალენდარული დღის) განმავლობაში.

4.2 ბარათი გაუქმდება და მასზე დაგროვილი ქულები ანულირდება, იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ბარათის არაკეთილსინდისიერი მოხმარება.

4.3. ბარათი უქმდება და მასზე დაგროვილი ქულები ანულირდება 1.6 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში.

4.4 ახალი ბარათის მისაღებად (მხოლოდ 4.1 შემთხვევაში) საჭიროა ბარათის მფლობელმა შეავსოს განაცხადი ადმინისტრაციულ ასისტენტთან

4.5 გაუქმებული ბარათის აღდგენის საფასური შეადგენს 10 ლარს გარდა 4.2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4.6 ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მფლობელმა უნდა განაცხადოს აღნიშნულის შესახებ, რის საფუძველზეც ძველი ბარათი გაუქმდება.

4.7 დაზიანებული ბარათის აღსადგენად აუცილებელია ბარათის მფლობელმა შეავსოს განაცხადი შპს ლთბ-ში ადმინისტრაციულ ასისტენტთან.

4.8 დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღდგენის საფასური შეადგენს 10 ლარს

4.9 შპს ლთბ-ში ადმინისტრაციულ ასისტენტთან შევსებული განაცხდის საფუძველზე გაუქმებული, დაზიანებული ან დაკარგული ბარათის სანაცვლო ბარათის გაცემა მოხდება მომენტალურად.

4.10 ბარათის მფლობელს შეუძლია თავისი ბარათი გადააფორმოს სხვა სრულწლოვან მოქალაქეზე.

4.11 ერთი ბარათიდან მეორეზე ქულების გადარიცხვა არ ხდება.

 

5. შეზღუდვები

5.1 ბარათი არ იმოქმედებს ზედნადების იურიდიულ პირზე გამოწერის შემთხვევაში.

5.2 ბარათზე დარიცხული ქულები მომენტალურად არ აისახება თუ არის რაიმე სახის ტექნიკური პრობლემა, ასეთ შემთხვევებში ქულები ანგარიშზე აისახება 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

5.3 წინამდებარე წესებით დადგენილი პირობები შეიძლება შეიცვალოს შპს ,,ლთბ-ს“ მიერ, რომელიც სავალდებულო იქნება ბარათების პროექტში ჩართული მომხმარებლებისთვის.

5.4. ბარათზე დარიცხული ქულებით შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნება არ ხდება.