ამ სივრცეში შეგიძლიათ დაჭრათ როგორც ალუმინის, ასევე მდფ-ის პროფილები. ააწყოთ სასურველი ზომის, დიზაინის და ფორმის ფასადები, სხვადასხვა დანიშნულებისთვის. ჩვენ გიმარტივებთ ავეჯის აწყობის პროცესს მრავალფეროვანი მომსახურებებით.
ფილების დაჭრა და დაწიბოვება ავეჯის წარმოების უმნიშვნელოვანესი ფაზაა, რომელიც აუცილებლად მაღალი ხარისხის და სწორად შერჩეული დანადგარებით უნდა ხორციელდებოდეს. ჩვენთან არსებული ჰორიზონტალური დანადგარი იძლევა მაქსიმალურ სიზუსტეს დაჭრის პროცესში. შემდეგი ეტაპი, სწორად დაჭრილი დეტალების დაწიბოვებაა, რომელსაც ჩვენი კვალიფიციური პერსონალი ახორციელებს პოლიურეთანის წებოთი. დაწიბოვება ხდება გერმანული წარმოების, HOMAG-ის ბრენდის მულტიფუნქციური დანადგარებით, რომელსაც აქვს რამდენიმე რეჟიმი. თითოეული მორგებულია ინდივიდუალურად ყველა სისქის წიბოზე, რომ დაწიბოვებისას მივიღოთ სრულყოფილი შედეგი. დანადგარის მეშვეობით, წიბო მაქსიმალურად მყარად ეკრობა დეტალს, რის შედეგადაც მიიღება ნულოვანი გადაბმის ეფექტი. წებო - პოლიურეთანი, რომლითაც ხდება წიბოს გადაკვრა დეტალის გვერდებზე, ხდის მასალას უნივერსალური გამოყენების მქონეს. მისი შემადგენლობის დამსახურებით, მასალა ხდება ნესტის, მაღალი და დაბალი ტემპერატურის ამტანი, შესაბამისად,ამ წებოთი დაწიბოვებული მასალებით აწყობილი ავეჯი მაქსიმალურად დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.
აღნიშნული ტექნოლოგია საშუალებას მოგცემთ დააწიბოვოთ სხვადასხვა გეომეტრიის და სისქის დეტალები. ჩვენი სივრცე გთავაზობთ მომსახურებებს, რომლებიც აბსოლუტურად მორგებულია მომხმარებლის ნება-სურვილზე და მათთვის სამუშაო პროცესის გამარტივებას ემსახურება.
მრავალფუნქციური პროგრამული ჩარხი "ROVER"-ის საშუალებით, შესაძლებელია ორიგინალური და მომხმარებლის ფანტაზიით შექმნილი ავეჯის ფასადების და ოთახშორისი კარების პირველადი (შეღებვამდე) სრული დამუშავება, ასევე ნებისმიერი გეომეტრიის მქონე ფორმების დამუშავება. ჩვენი უახლესი ტექნოლოგიის ჩარხი "BREMA" საშუალებას მოგცემთ გაიმარტივოთ ავეჯის აწყობის პროცესი. "BREMA"-ს აქვს შესაძლებლობა დეტალი დახვრიტოს ხუთი მხრიდან და მოამზადოს ფურნიტურის დასამაგრებლად. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ავეჯის აწყობას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, როგორც ინდივიდუალური ასევე სერიული წარმოებისთვის.
ჩვენი საწარმო, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მეწარმეებს სთავაზობს განსხვავებული დიამეტრის და დანიშნულების (დსპ, მდფ, ალუმინი, ხე და ა.შ.) ცირკულარული ხერხების გალესვის მომსახურებას.