14 მაისი 2018
გაზიარება:

მწვანე ბარათი - მოხმარების წესები და პირობები

ზოგადი მიმოხილვა

,,ლოიალობის ბარათი” შემდგომში ბარათი,  არის შ.პ.ს. ,,ლთბ“-ის მიერ მომხმარებლისთვის შექმნილი პროდუქტი. ლთბ-ის ქსელში გაკეთებული შენაძენები აღირიცხება პლასტიკური ბარათის მეშვეობით, კეთდება პროგრამული ფასდაკლება და გროვდება ბონუს ქულები. დაგროვილი ქულების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს პროდუქცია ან/და საჩუქრები ლთბ-სგან, რომლებსაც შეარჩევს როგორც ლთბ-ის ასორტიმენტიდან, ასევე სპეციალური სასაჩუქრე სტენდიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

1. ბარათის გაცემა

1.1. ბარათები გაიცემა შპს ლთბ-ის ყველა ფილიალში, მოლარე-ოპერატორებთან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ან/და პასპორტის, ან/და მართვის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

1.2. ბარათის მიღება შეუძლია მხოლოდ იმ ფიზიკურ პირს (გარდა ლთბ-ის თანამშრომლებისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის სრულწლოვანი და წარადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი.

1.3. ბარათი გაიცემა მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე.

1.4. მომხმარებელი რეგისტრაციის ანკეტაზე ხელმოწერით ადასტურებს მისი პირადი მონაცემების სიზუსტეს და თანხმობას გამოთქვამს, მიიღოს ნებისმიერი შეტყობინება (მათ შორის სარეკლამო სახის) მითითებული საკონტაქტო საშუალებებით (ტელეფონი, ელ. ფოსტა).

1.5. მფლობელს აქვს უფლება გადასცეს ბარათი ნებისმიერ მესამე პირს, გარდა ლთბ-ის თანამშრომლებისა.

 

2. ბარათის მუშაობის პრინციპი

2.1. ბარათი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით (გარკვეული შეზღუდვების გარდა. (იხ. პუნქტები 4.1, 4.2)).

2.2. ბარათი არის მხოლოდ შიდა ანგარიშსწორების საშუალება, იგი აგროვებს და ინახავს ინფორმაციას შ.პ.ს. ლთბ-ის მაღაზიებში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელებულ შენაძენებზე.

2.3. ბარათის გამოყენება შეიძლება შ.პ.ს. ლთბ-ის მაღაზიებში განხორციელებული ნებისმიერი პროდუქტის, ასევე მომსახურების შეძენის შემთხვევაში გარკვეული გამონაკლისების გარდა. (იხ. პუნქტი 5.1)

2.4. ბარათზე ქულების დასარიცხად აუცილებელია რეალიზაციის გატარებისას ბარათი თან იქონიოთ და დააფიქსიროთ ის შესაბამის მოწყობილობაზე (ლთბ-ის თანამშრომლებს ბარათის დაფიქსირება ეკრძალებათ).

2.5. გატარებისას იმოქმედებს პროგრამული, დაგროვებითი ფასდაკლება, ქულების დარიცხვა გამოითვლება  კოეფიციენტით (ახალგახსნილ ლოიალობის ბარათზე ფასდაკლება არ მოქმედებს).

რეალიზაციის თანხის 2%. აღნიშნული პირობა ვრცელდება ლთბ-ში არსებულ ყველა პროდუქტზე. (დაგროვება იწყება ნულიდან, მიუხედავად მფლობელის ისტორიისა ელთიბი-ში)

2.6. ბარათი ინახავს და აჯამებს ნებისმიერ შენაძენს თეთრების სიზუსტით.

მაგალითად: თუ შეძენილ იქნება 100 ლარის ღირებულების პროდუქცია, ბარათზე დაირიცხება 2 ქულა, შემდეგ შენაძენზე 160 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში – 3,2 ქულა, 76 ლარის შემთხვევაში – 1,52 ქულა და ა.შ.

აღნიშნული შენაძენები დაჯამდება და ბარათზე დაირიცხება:  6,72 ქულა.

2.7. დაგროვილ ქულებს აღრიცხავს შ.პ.ს. ,,ლთბ“.

2.8. დაგროვილი ქულები მომენტალურად აისახება ბარათზე (გარკვეული გამონაკლისების გარდა იხ. პუნქტი 5.2).

2.9. დაგროვილი ქულებით პროდუქციის მიღება შესაძლებელია “ლთბ“-ის ნებისმიერ ფილიალში.

2.10. ბარათზე დაგროვილი ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ადგილზე ნებისმიერ მოლარე-ოპერატორთან, სატელეფონო კომუნიკაციის შემთხვევაში – პირადობის ნომრის საფუძველზე.

2.11. ქულების გამოყენების დროს ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ბარათის მფლობელი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

2.12. ოპერაციის გაუქმების შემთხვევაში ბარათიდან შესაბამისი ოპერაციისას დარიცხული ქულები იჭრება.

2.13. დაგროვებითი ფასდაკლება დაანგარიშდება მხოლოდ სამი თვის მონაცემებზე დაყრდნობით. უკვე არსებულ ბარათზე დაანგარიშდება წინა 3 თვის (მაგ: სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) ნავაჭრიდან გამომდინარე გარკვეული ფასდაკლების პროცენტი.

2.14. შ.პ.ს. ლთბ-ის ყველა მაღაზიაში ქულები გროვდება ერთნაირად, თუ რომელიმე მაღაზიაში არ არის რაიმე სახის დამატებითი აქცია, რომლის განხორციელების დროსა და პირობებს განსაზღვრავს შ.პ.ს. ლთბ.

 

 

3. საჩუქრების გაცემა

3.1. დაგროვილი ქულების გადაცვლა შესაძლებელია შ.პ.ს. ,,ლთბ“-ის მიერ დადგენილ პროდუქციაში ან/და საჩუქრებში. 

3.2. სასაჩუქრე ასორტიმენტში შედის სპეციალურ სასაჩუქრე სტენდზე არსებული პროდუქცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3.3. ქულების პირობითი ღირებულებაა: ერთი ქულა უდრის 1 ლარს.

3.4. საჩუქრის/პროდუქციის მიღების უფლება აქვს მხოლოდ ბარათის მფლობელს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე.

3.5. საჩუქრის/პროდუქციის მიღება დასტურდება სპეციალური დოკუმენტით, რომელსაც ხელს აწერს ბარათის მფლობელი.

3.6. საჩუქრის/პროდუქციის მიღებისას ბარათიდან ჩამოიჭრება საჩუქრის/პროდუქციის შესაბამისი ქულების რაოდენობა.

3.7. საჩუქრის შეკვეთა არ მოხდება, თუ ბარათზე არ არის ქულების საკმარისი რაოდენობა. პროდუქციის შემთხვევაში შესაძლებელია შერეული გადახდა. 

3.8. საჩუქრის/პროდუქციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბარათზე დაგროვილი ქულების სანაცვლოდ.

3.9. სასაჩუქრე სტენდზე არსებული პროდუქცია ლიმიტირებულია. საჩუქარი გაიცემა მოთხოვნის მომენტისთვის სტენდზე არსებული პროდუქციის შესაბამისად.

 

4. ბარათის გაუქმება, დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღდგენა,

ბარათის გადაფორმება

4.1. ბარათი უქმდება თუ მასზე არ დაფიქსირდება ტრანზაქცია მისი ბოლო მოხმარებიდან 1 წლის (365 კალენდარული დღის) განმავლობაში.

4.2. ბარათი გაუქმდება და მასზე დაგროვილი ქულები ანულირდება, იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ბარათის არაკეთილსინდისიერი მოხმარება.

4.3. ბარათი უქმდება და მასზე დაგროვილი ქულები ანულირდება 1.5 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში.

4.4. ახალი ბარათის მისაღებად (მხოლოდ 4.1 შემთხვევაში) საჭიროა ბარათის მფლობელმა შეავსოს განაცხადი შ.პ.ს. ლთბ -ის ნებისმიერ ფილიალში.

4.5. გაუქმებული ბარათის აღდგენის საფასური შეადგენს 10 ლარს გარდა 4.2 და 4.3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4.6. ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მფლობელმა უნდა განაცხადოს აღნიშნულის შესახებ, რის საფუძველზეც ძველი ბარათი გაუქმდება.

4.7. დაზიანებული ბარათის აღსადგენად აუცილებელია ბარათის მფლობელმა შეავსოს განაცხადი შ.პ.ს. ლთბ-ის ნებისმიერ ფილიალში.

4.8. დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღდგენის საფასური შეადგენს 10 ლარს.

4.9. შ.პ.ს. ლთბ-ში მოლარე-ოპერატორებთან შევსებული განაცხადის საფუძველზე გაუქმებული, დაზიანებული ან დაკარგული ბარათის სანაცვლო ბარათი გაიცემა მხოლოდ ქულების გადმოტანის პროცესის დასრულების შემდეგ.

4.10. ბარათის მფლობელს შეუძლია თავისი ბარათი გადააფორმოს სხვა სრულწლოვან მოქალაქეზე, რომელიც ბარათის მფლობელთან ერთად იმყოფება ადგილზე (აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები).

4.11. ერთი ბარათიდან მეორეზე ქულების გადარიცხვა არ ხდება.

 

5. შეზღუდვები

5.1. ბარათი არ იმოქმედებს ზედნადების იურიდიულ პირზე გამოწერის შემთხვევაში.

5.2. ბარათი არ ტარდება კომპანიის ან სააქციო საზოგადოების სახელზე შეძენის დროს.

5.3. ბარათზე დარიცხული ქულები მომენტალურად არ აისახება თუ არის რაიმე სახის ტექნიკური პრობლემა, ასეთ შემთხვევებში ქულები ანგარიშზე აისახება 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

5.4. წინამდებარე წესებით დადგენილი პირობები შეიძლება შეიცვალოს შ.პ.ს. ,,ლთბ“-ის მიერ, რომელიც სავალდებულო იქნება ბარათების პროექტში ჩართული მომხმარებლებისთვის.

5.5. ბარათზე დარიცხული ქულებით შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნება არ ხდება.