ორ წლიანი სამზადისის შემდეგ 2012 წელს, კომპანიამ გამართა საქართველოში მოწინავე ფილების დაჭრის და ლენტების შემოკვრის საწარმო, აღჭურვილი პრემიუმ კლასის დანადგარებით, რომელთა საშუალებითაც დაჭრისას მიიღწევა მაღალი ხარისხი და ზუსტი ზომები. 2013-2014 წლებში, საკონსულტაციო კომპანია სინერჯისთან თანამშრომლობით მოხდა კომპანიის სტრუქტურის ძირეული შეცვლა. კომპანიის მართვის მოდელი ვერტიკალურიდან შეიცვალა წრიულ მოდელად. ამ პროექტის განხორციელებას მოჰყვა „ელთიბის“ კიდევ უფრო სწრაფი განვითარება და მოხდა მომწოდებლების ოპტიმიზაცია. კომპანია ცდილობს უარი თქვას დაბალი ხარისხის პროდუქციაზე და ჩაანაცვლოს იგი ეკოლოგიურად სუფთა, ვიზუალურად ესთეტიური და გამძლე ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციით. 2017 წელს, „ელთიბიმ“ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იტალიურ მწარმოებელთან ერთად დაიწყო საკუთარი ბრენდის „ელთიბი“-ს ქვეშ ავეჯის მაკომპლექტებელი დეტალების წარმოება.

About us

კომპანია "ელთიბი" დაარსდა 2004 წელს და მას შემდეგ მომხმარებლებს სთავაზობს ავეჯის მაკომპლექტებელი დეტალების ფართო ასორტიმენტს. თავდაპირველად კომპანიაში დასაქმებული იყო 10-მდე თანამშრომელი, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა და 2018 წელს 150 ადამიანს გადააჭარბა. 2008 წლამდე „ელთიბი“ ბაზარზე ცნობილი იყო როგორც ავეჯის მაკომპლექტებელი დეტალების და აქსესუარების მოწინავე კომპანია, თუმცა 2008 წელს გახდა Egger-ის (ავსტრიული წარმოშობის ბრენდი) ექსკლუზიური წარმომადგენელი და ასორტიმენტს საკარკასე და საფასადე მასალებიც შემატა. ამავე წელს "ელთიბი"-მ გააფორმა ხელშეკრულება მოძრაობის სისტემების მსოფლიოს ლიდერ კომპანია Julius Blum-თან. ამ კომპანიებთან თანამშრომლობის დაწყებამ ერთგვარი მიმართულება მისცა კომპანიის განვითარებას და დაანახა, რომ მაღალი ხარისხის პროდუქციას შესაბამისი მაღალი ხარისხის გვერდითი სერვისების მიწოდება სჭირდებოდა.

სამღებრო

ელთიბის დაემატა უმაღლესი ხარისხის, იტალიური დანადგარებით აღჭურვილი სამღებრო.

დასახული მიზანი

დღესდღეობით „ელთიბი“ ლიდერია ავეჯის მაკომპლექტებელი დეტალების კუთხით და ერთგულ მომხმარებლებს ბევრ სიახლეს ჰპირდება.

ბრენდი - ელთიბი

ყველაზე მსხვილ იტალიურ მწარმოებელთან ერთად „ელთიბი“-მ დაიწყო საკუთარი ბრენდის ქვეშ ავეჯის მაკომპლექტებელი დეტალების წარმოება.

სინერჯი

კომპანიის მართვის მოდელი ვერტიკალურიდან შეიცვალა წრიულ მოდელად.

პრემიუმ კალსის საწარმო

კომპანიამ გამართა საქართველოში მოწინავე ფილების დაჭრის და ლენტების შემოკვრის საწარმო.

ფურნიტურის ლიდერი

გახდა Egger-ის (ავსტრიული წარმოშობის ბრენდი) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

კომპანია „ელთიბი“ 2004 წელს დაარსდა

დაარსდა კომპანია „ელთიბი“ და აქტიურად დაიწყო ავეჯის მასალების შემოტანა საქართველოში.

Mission & Goal

მისია: „ელთიბი“, როგორც კომპეტენციის ცენტრი ავეჯის კომპონენტებში, საერთაშორისო ტენდენციების შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში ავეჯის ინდუსტრიის განვითარებას.

მიზანი: ორგანიზაციის განვითარება და მომგებიანობის გაზრდა, ბრენდის პოპულარიზაციის, საერთაშორისო და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის საშუალებით.