კომპანია „ელთიბი“ აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.
კომპანია „ელთიბი“ წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია “ელთიბი”-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ციფრული მარკეტინგის სტრატეგიული გეგმის შედგენა და შესრულება.
- ბაზრის კვლევა მედია საშუალებებში და პოტენციური მომხმარებლების გამოვლენა.
- კომპანიის პროდუქციის და სერვისების პოპულარიზაცია ინტერნეტ სივრცეში.
კომპეტენციები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესი/მარკეტინგი);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- დაგეგმვა და ორგანიზება;
- ინოვაცია;
- გავლენა და დარწმუნება;
- ურთიერთობების მართვა;
- ეფექტური კომუნიკაცია.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30 სთ.
საკონკურსო პირობები:
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ციფრული მარკეტინგის მენეჯერი“.
კონკურსის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას.