კომპანია „ელთიბი“ აცხადებს ვაკანსიას ლამინატის ფილების დაჭრა-დაწიბოვების ხელოსნის თანამდებობაზე.
კომპანია „ელთიბი“ წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია “ელთიბი”-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ფილების დაჭრა პროგრამული ჩარხის საშუალებით;
- დაჭრილი დეტალებისთვის წიბოს შემოკვრა.
კომპეტენციები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე (ფიზიკურ სამუშაოზე) მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკური აზროვნება
- პროდუქტიულობა;
- შრომისმოყვარეობა.
ანაზღაურება: 700 ლარი ფიქსირებული (ნეტო) მზარდი და ბონუსები გამომუშავებით.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, ცვლები 07:00-15:00 ან 15:00-23:00
საკონკურსო პირობები:
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ფილების დაჭრა-დაწიბოვების ხელოსანი“.
კონკურსის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას.