კომპანია „ელთიბი“ აცხადებს ვაკანსიას ფასადების აწყობის ხელოსნის პოზიციაზე.
კომპანია „ელთიბი“ წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია “ელთიბი”-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სხვადასხვა მექანიზმების და მასალის გამოყენებით ფასადების აწყობა;
- კომპანიაში არსებული თუ ახალი ასორტიმენტის მიხედვით თანამედროვე ფასადების შექმნა/ აწყობაში მონაწილეობის მიღება
- საწარმოში არსებული დანადგარების და ინვენტარის მოვლა, მოწესიგება და დასუფთავება;
- დანადგარების და ინვენტარის ტექნიკური მომსახურება დადგენილი წესების მიხედვით.
კომპეტენციები:
- სასურველია მუშაობის გამოცდილება ნახაზების, ალუმინის ან/და მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრების აწყობის მიმართულებით;
- პროდუქტიულობა;
- ხარისხზე ორიენტირება;
- მომხმარებელზე ორიენტირება და მომსახურება;
- გუნდური მუშაობა.
ანაზღაურება: 920 ლარი ფიქსირებული დარიცხული და ბონუსები გამომუშავებით.
სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე, 09:30-18:30
საკონკურსო პირობები:
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ფასადების აწყობის ხელოსანი“.
კონკურსის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას.