კომპანია „ელთიბი“ აცხადებს ვაკანსიას დაკვეთების დაკვეთების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.
კომპანია „ელთიბი“ წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია “ელთიბი”-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- დილერებისგან და მწარმოებლებისგან შეკვეთის მიღება ელექტრონულად;
- მიღებული შეკვეთის გადატანა ექსელის სპეციალურ შემუშავებულ ფაილში;
- ექსელის ფაილის ექსპორტი 1C პროგრამაში;
- შესაბამის საწყობის მენეჯერთან შეკვეთის გადაგზავნა ელექტრონულად;
- საწყობის მენეჯერის მოთხოვნის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა ან/და ზედნადების მომზადება;
- დილერების, მწარმოებლების და კომერციული ხელშეკრულებების ფინანსური (გადარიცხვების) კონტროლი.
განათლება /გამოცდილება:
- საშუალო ან პროფესიული განათლება.
- სასურველია 1 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
კომპეტენციები:
- დაგეგმვა და ორგანიზება;
- დეტალებზე ორიენტირება;
- პროდუქტიულობა;
- მომხმარებელზე ორიენტირება და მომსახურება;
- ეფექტური კომინიკაცია;
- დისციპლინა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 09:30-დან 18:30 საათამდე.
საკონკურსო პირობები:
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV), ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „დაკვეთების მიწოდების მენეჯერი“.
კონკურსის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას.