კომპანია „ელთიბი“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
კომპანია „ელთიბი“ წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. კომპანია “ელთიბი”-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
ფუნქცია–მოვალეობები:
• პროდუქციის მიწოდება მაღაზიებისთვის თბილისის და საქართველოს მასშტაბით სატვირთო მანქანის საშუალებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• B,C კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია)
• ავტო მტვირთავზე მუშაობის გამოცდილება;
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება–მინიმუმ 2 წელი.
პიროვნული თვისებები:
• მოწესრიგებულობა
• პუნქტუალურობა
• გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო გრაფიკი: 6 დღე, 09:15-სთ–დან 18:15 სთ–მდე
ანაზღაურება: 3 თვიანი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში- 608ლარი (ხელზე ასაღები)
საგამოცდო პერიოდის დასრულების შემდგომ- 724 ლარი (ხელზე ასაღები)
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მძღოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია ელთიბი-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას.