space # 4

მე-4 სივრცეში მოხვედრა შესასვლელი ეზოდან შეგიძლიათ და გთავაზობთ მდფ, დსპ და კომპაქტ ლამინატის (ნესტგამძლე) ფილების ფართო ასორტიმენტს. შოურუმში წარმოდგენილია ეკოლოგიურად სუფთა ფილები, დიზაინერული პანელები, აკრილის ფილები, სამზარეულოს ზედაპირები, წიბოების ზომისა და ფერის ასევე სტრუქტურის ფართო ასორტიმენტი (როგორც პვს ასევე, ეკოლოგიურად სუფთა აბს), სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებები ავეჯისთვის და წებოები დანადგარისთვის.

ასევე მე-4 სივრცე გთავაზობთ დამატებით სერვისებს ამ პროდუქციის დასამუშავებლად. შემოთავაზებული სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ „საწარმო“-ს სექციაში.

მსოფლიოს ლიდერ ბრენდებს ოფიციალურად წარმოგიდგენთ კომპანია ელთიბი.

წარმოდგენილი ბრენდები: Cleaf, Egger, TZ, Decospan, Fenix, Top-Linea …

პროდუქციის დეტალური ჩამონათვალი:

  • მბფ - მერქან ბოჭკოვანი ფილები (ე.წ მდფ);
  • მბფ - მერქან ბურბუშელოვანი ფილები (ე.წ დსპ);
  • კომპაქტ ლამინატის ფილები (ნესტგამძლე);
  • დეკოფლექსი (ხის ანათალი, რომლის გადაკვრაც შესაძლებელია, როგორც ოვალურ, ასევე ნებისმიერი მასალის სწორ ზედაპირზე. მაგ. რკინის კარზე, გიფსო-კარდონზე და სხვა);
  • სამზარეულოს ზედაპირები (ე.წ. სტალიშნიცა);
  • ავეჯის წიბოებზე შემოსაკვრელი ლენტები პვს და ეკოლოგიურად სუფთა აბს (სხვადასხვა სისქის და სიგანის);
  • პვს-ის საპრიალებელი მასალები;
  • წებოების მოსაშორებელი საშუალებები;
  • საგოზავები (ე.წ. ავეჯის შპაკლი);
  • ზუმფარები (ე.წ. ავეჯის შკურკა);
  • ქაღალდის ლენტები - 18მმ, 48მმ (ე.წ. სკოჩი);
  • დანადგარის წებოები;

* სამუშაო საათები განისაზღვრება ორშაბათი-შაბათი 09:30 – 18:00, კვირა - დასვენება

Spaces

Company spaces and assortment

016Page