01 October 2018
Share:

პროდუქცია, რომელიც შეუძლებელია შეუმჩნეველი დაგრჩეს

ჩვენ ვსაუბრობთ დღეს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ყოველი კუთხე-კუნჭული იმისათვის რომ სახლი მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ. გავხადოთ სივრცე უფრო დიდი.

საინტერესოა როგორ უნდა მოვახერხოთ ეს?!

სივრცის ათვისების, დაზოგვის და სწორი განაწილების კუთხით დიზაინერები ხშირად მსგავსი ტიპის კონსტრუქციების გამოყენებას გვირჩევენ.

Damiano Latini - ზუსტად ამაში გვეხმარება. ის აწარმოებს ავეჯის ისეთ აქსესუარებს, რომელთა ზომა, მახასითებლები, აკმაყოფილებს ყველა საჭირო მოთხოვნას ამ კუთხით.

ეს არის ალუმინის სტრუქტურა, მოდულური და ორმხრივი, დამზადებული თხელი ლითონის პროფილებით და გაწყობილი ხის თაროებით.

ეს კონსტრუქციები და აქსესუარები შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც სამზარეულოში, ისე სახლის ნებისმიერ სხვა წერტილში.

მათი „მინიმალისტური“ დიზაინი შეესაბამება ყველა კონტექსტს,შესაძლებელია გამოვიყენოთ  როგორც ოფისებში  ისე სახლში.

 

 

სამზარეულო - ეს არის სახლის ყველაზე შესამჩნევად  ესთეტიკური კუთხე, რომელსაც შეუძლია მთლიან სახლს მნიშვნელოვნად შუცვალოს იერსახე, სადაც სამუშაო სივრცე არასოდეს არის საკმარისი.ეს არის ადგილი ექსპერიმენტებისა და გემრიელი შემოქმედებებისთვის, სადაც გარემო უნდა იყოს აუცილებლად ხელსაყრელი და კომფორტული. 

დამიანო ლატინის კედელზე დამონტაჟებული ალუმინის სტრუქტურის წყალობით ის საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა ნივთი, ახალი თუ ძველი, მაქსიმალურად მარტივად. ეს არის ხელსაწყო, რომლის გამოყენებით ჩვენ ვამცირებთ დროს და ვხდით სამზარეულოში ფუსფუსს უფრო კომფორტულს.

სისტემები თაროს განათებით, , იდეალური გადაწყვეტაა მცენარეთა მოყვარულთათვის, რომელიც მოგცემთ საშუალებას გააკეთოთ ჰორიზონტალური  ყვავილნარები სახლში .

Damiano Latini-ს ყველა პროდუქტი შექმნილია ისე, რომ გაძლევთ  შესაძლებლობას, მოაწყოთ ნებისმიერი სივრცე მარტივად და ფუნქციონალურად, თქვენი დიზაინის მიხედვით, თქვენი პერსონალური ხედვით და სტილით.  მათი ფორმა, ფერი და მასალა არის ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია შევქმნათ ორიგინალური კომბინაციები და შევიმუშავოთ ინოვაციური გადაწყვეტები ყოველდღიურ ცხოვრებაში, სივრცეში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ყველაზე მეტი დროის გატარება გვიწევს.

მარტივია იყო ორიგინალური, ამაში ელთიბი გეხმარება!